მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება - EBRD

მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება - EBRD

access_time2023-02-21 20:00:20

საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ექსპორტი, 2022 წლის მაის-ივლისში, 2017-2019 წლების ანალოგიური პერიოდის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თებერვლის ანგარიშში წერია.


ექსპორტი, გაიზარდა ყირგიზეთში 84%-ით, სომხეთში 72%-ით, ტაჯიკეთში 21%-ით დაყაზახეთში 14%-ით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა რეკორდულად შეამცირეს ტვირთბრუნვა რუსეთთან და ბელარუსთან, შესაბამისად, 56%-ით და 39%-ით. EBRD ამ ფაქტს ე.წ. პარალელურ იმპორტს და სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის მეზობელი ქვეყნების მონაწილეობას უკავშირებს.


ექსპერტების შეფასებით, რუსეთის იმპორტის სტრუქტურა სერიოზულად შეიცვალა და „არამეგობრული“ ქვეყნებიდან იმპორტს ჩინეთიდან იმპორტი ცვლის, ასევე, იზრდება ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან.  ანალიტიკოსების მონაცემებით, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის საქართველო, სომხეთი და ყირგიზეთი, რუსეთში იმპორტის შემადგენლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროაღჭურვილობისა და მანქანების, ასევე, ავტომობილების სათადარიგო ნაწილების წილი.



ევროკავშირს ჯერ არ დაუდგენია სასჯელის ზომები იმ მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობენ. თუმცა ევროკომისიამ გასული წლის ბოლოს სანქციების გვერდის ავლისთვის ჯარიმები დაამტკიცა და ფიზიკურ პირებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაემუქრა, ხოლო კომპანიები შესაძლოა, იურიდიული პირის ბოლო ერთი წლის მთლიანი გლობალური ბრუნვის 5%-ის ოდენობით დაჯარიმდნენ.


EBRD.COM


თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up