Microsoft-ი OpenAI-ში 10 მლრდ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. ეს ინვესტიცია რამდენიმე წელზეა გათვლილი. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ OpenAI ხელოვნური ინტელექტის პიონერი კვლევითი ლაბორატორიაა, რომელმაც ChatGPT და DALL-E შექმნა.
პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა OpenAI-ში 2019 წელს 1 მლრდ დოლარი დახარჯა, ინვესტიციის მეორე რაუნდი მან - 2021 წელს განახორციელა. ამ ნაბიჯებით Microsoft-ი უპირატესობას ეძებს AI სფეროში, რადგან ის კონკურენციას უწევს Alphabet-ს, Amazon-სა და Meta-ს სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში დომინირებისთვის.
ახალი ამბის გავრცელებამდე ერთი კვირით ადრე Microsoft-მა 10 000 თანამშრომელი გაათავისუფლა, რადგან შესუსტებული ეკონომიკის ფონზე პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოთხოვნა შემცირდა.