Midjourney-ის შემქმნელმა დევიდ ჰოლცმა დახურა უფასო წვდომა ნეირონული ქსელში.
ამის შესახებ ჰოლცმა Midjourney-ის მუშაობისადმი მიძღვნილ Discord-არხზე განაცხადა.
დეველოპერმა გადაწყვეტილება „უკიდურეს მოთხოვნას და მის ბოროტად გამოყენებას მიაწერა. ახლა Midjourney-ზე გამოსახულების გენერირებისთვის თვეში 10-დან 60 დოლარამდეა გადასახადი.
Midjourney კრიტიკის ქვეშ მოექცა ბოლო კვირებში მომხმარებელთა მიერ შექმნილი Deepfake-ის (სიყალბის) გამო, როგორებიცაა დაპატიმრებული დონალდ ტრამპის და ქურთუკში გამოსახული პაპ ფრანცისკეს გამოსახულებები.
ცნობილია, რომ Deepfake-ტექნოლოგია გამოიყენება კინოინდუსტრიაში ციფრული სურათების შესაქმნელად. თავად Midjourney არის უნიკალური ნეირონული ქსელი, რომელსაც აქვს უნარი შექმნას ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც არ განსხვავდება პროფესიონალი მხატვრების ნამუშევრებისგან.