მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არ ეხება ანაკლიის პროექტს, შესაბამისად,  არ დაველოდებით გადაწყვეტილებას - ლევან დავითაშვილი

მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არ ეხება ანაკლიის პროექტს, შესაბამისად,  არ დაველოდებით გადაწყვეტილებას - ლევან დავითაშვილი

access_time2022-12-12 15:55:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  იმედს გამოთქვამს, რომ 2023 წლიდან ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება დაიწყება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

 

 

„სამინისტრო მუშაობდა აქტიურად იმისთვის, რომ ანაკლიის პორტზე მუშაობა განახლებულიყონ საუკეთესო პირობებით ისე როგორც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია. საბოლოოდ სექტემბრის თვეში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და დაევალა სამინისტროს, რომ შეერჩია კონსულტანტი კომპანიები, რომლებიც ინვესტორების შერჩევის პირობებს სახელმწიფოსთან ერთად დაამუშავებდნენ. ასევე მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან, ძირითად საპორტო ოპერატორებთან და ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება ჩართულიყვნენ პროექტის განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად. ჩვენ დღეს მივიღეთ ძირითადი გადაწყვეტილება თუ როგორი სტრუქტურით მოხდება პორტის განვითარება. ასევე წლის ბოლომდე დასრულებული იქნება კონკურსის პირობების ჩამოყალიბება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის იანვარში შერჩევის პროცესს განვახორციელებთ, ისე რომ 2023 წლიდან ჩვენ დავიწყოთ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 


რას აქტივებს გულისხმობს სახელმწიფოს 51%-იანი თანამონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში და რამდენად რეალურია საარბიტრაჟო დავების ფონზე მშენებლობის 2023 წელს დაწყება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება სავსებით რეალურია

 

 

 

„რაც შეეხება სახელმწიფოს თანამონაწილეობას, ეს თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია და ჩვენი გუნდი არაერთხელ საუბრობდა იმაზე, რომ მსხვილი, კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფოს მონაწილეობით და კონტროლით უნდა განხორციელდეს, ეს ხედვა გაზიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ. კონკრეტული ფლაგმანი პროექტისა, არის ცალკე განხილვის საგანი. თანხაც შეფასებითად გვაქვს, უბრალოდ დღეს არ გავაჟღერებთ, ამაზეც ინფორმაციას რა თქმა უნდა მოგაწვდით. რაც შეეხება მეორე საკითხს ინვესტორის მოზიდვის კუთხით ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ სურათს. მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს, ეხება სახელმწიფოს, შესაბამისად ინვესტორები  ან რისკისგან დაზღვეულია არიან, შესაბამისად არ დაველოდებით გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up