სრული პოლიტიკური მზადყოფნაა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მიერ საბაჟო ადმინისტრირების ერთობლივი მექანიზმის გამოყენებაზე - ფინანსთა მინისტრი

სრული პოლიტიკური მზადყოფნაა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მიერ საბაჟო ადმინისტრირების ერთობლივი მექანიზმის გამოყენებაზე - ფინანსთა მინისტრი

access_time2023-01-26 15:30:16

საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ერთობლივი გამშვები პუნქტისა და გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პროექტებზე.

 

„საქართველოში ყველა საავტომობილო გამშვებ პუნქტზე, დანერგილია ერთი გაჩერების პრინციპი, მაგრამ ცხადია, მიწოდების გლობალური ჯაჭვისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ცალკეულ ქვეყანაში არსებული მოდერნიზებული ფორმალობები, არამედ მთლიანად შუა დერეფნის გამტარუნარიანობა, მოქნილობა და წინასწარ განსაზღვრა. ამისთვის საჭიროა საზღვრის კვეთის ერთი გაჩერების პრინციპის დანერგვა პარტნიორი ქვეყნების საზღვრებზე. ესენია - აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. არსებობს სრული პოლიტიკური მზადყოფნა, რომ ქვეყნებმა განახორციელონ საბაჟო ადმინისტრირების ერთობლივი მექანიზმების გამოყენება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით კავკასია უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონია, სადაც შესაძლებელია ერთობლივი გამშვები პუნქტების ან პუნქტის ერთობლივი მართვის პრინციპების საუკეთესო პრაქტიკა შეიქმნას და შემდეგ წარმატებით განხორციელდეს სხვა ქვეყნებში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



მისი განმარტებით, საქართველოს საბაჟო უკვე ცვლის წინასწარ ელექტრონულ მონაცემებს არამარტო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან, არამედ უკრაინასთან და უზბეკეთთან. შესაბამისად, მისი თქმით, დღის წესრიგში დგას სხვა ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებიდან მიღებული მონაცემების უფრო ეფექტიანად  გამოყენების ამოცანა, როგორც რისკის მართვის, ისე მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up