მიხეილ ჩხენკელი - „ჩვენი ხედვა და სტრატეგია არის ყველა რეგიონში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული რეგიონის ინტერესზე“

მიხეილ ჩხენკელი - „ჩვენი ხედვა და სტრატეგია არის ყველა რეგიონში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული რეგიონის ინტერესზე“

access_time2021-08-26 19:50:00

„სამეგრელოს მასშტაბით, ამ ბოლო პერიოდში 9 ახალი სკოლა აშენდა, 12 სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. მარტვილში ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მიზანია, საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა იყოს ევროპული სტანდარტის შესაბამისი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“ - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მარტვილში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი თორნიკე ჯანაშია წარადგინა.



„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა ამ უაღრესად ლამაზ ადგილას, რომელსაც ძალიან დიდი აკადემიური ტრადიციები გააჩნია, სადაც არაერთი უნიჭიერესი მოქალაქე და თაობაა აღზრდილი და ასევე ძალიან კარგი ახალი თაობა იზრდება.



როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი.



სამეგრელოს მასშტაბით, ამ ბოლო პერიოდში 9 ახალი სკოლა აშენდა, 12 სკოლა სრულად რეაბილიტირდა და შეესაბამება ევროპულ სტანდარტს.



რაც შეეხება კონკრეტულად მარტვილს, ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მიზანია და ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ არის განსაზღვრული, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა იყოს ევროპული სტანდარტის შესაბამისი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.




მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, ანგრევდნენ უნიკალურ ლაბორატორიებს, პროფესიულ სასწავლებლებს. მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი სკოლებისა და საგანმანათლებლო ცენტრების აღმშენებლობით არის დაკავებული.



ბატონმა პრემიერმა ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. ჩვენი ხედვა და სტრატეგია არის ყველა რეგიონში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული რეგიონის ინტერესზე“.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, მარტვილში მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროექტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან ერთად ახორციელებს. პროექტი გულისხმობს სკოლებში პროფესიული პროგრამების განვითარებას. მარტვილში აქცენტი გაკეთდება ტურიზმის მიმართულებაზე.



მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან გაიხსნა.



„როდესაც განათლების სფეროზე ვსაუბრობთ, მე განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან გაიხსნა. ამ მსოფლიო დონისა და ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად საქართველოში გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი, რომლის აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე, სადაც ცნობილ ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს უკვე კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.



ეს უნივერსიტეტი ემსახურება მთელ საქართველოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭიერ მარტვილელთა არაერთი თაობა აღიზრდება ამ უნივერსიტეტში და მიიღებს ევროპულ განათლებას.



ძვირფასო მეგობრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ხოლო თავის მხრივ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგადად ჩვენი რეფორმის წარმატებასა და ხარისხიანი განათლების დამკვიდრებაში. შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ჩვენმა გუნდმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს!“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up