მიხეილ ჩხენკელი - განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი, რადგანაც განათლების სფეროს განვითარება პირდაპირი მნიშვნელობით არის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა

მიხეილ ჩხენკელი - განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი, რადგანაც განათლების სფეროს განვითარება პირდაპირი მნიშვნელობით არის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა

access_time2021-08-17 23:10:00

„პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოვინახულეთ ახალაშენებული განათლების ქალაქი, რომელიც ბათუმში მდებარეობს და მთელს აჭარას მოემსახურება. ეს მართლაც უნიკალური ქალაქია, სადაც უკვე აშენდა სკოლა, რომელშიც გაძლიერებული პროგრამებით მოხდება ფიზიკისა და მათემატიკის სწავლება. ამ ქალაქში ასევე განსაზღვრულია სახელოვნებო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, ასევე მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრის მშენებლობა, რაც ახალ განზომილებას შესძენს ამ ქალაქს“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის წარდგენაზე ისაუბრა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ განათლება და მეცნიერება მმართველი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტია.



„მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი,რადგანაც განათლების სფეროს განვითარება პირდაპირი მნიშვნელობით არის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა.



სულ ახლახან პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოვინახულეთ ახალაშენებული განათლების ქალაქი, რომელიც ბათუმში მდებარეობს და მთელს აჭარას მოემსახურება. ეს მართლაც უნიკალური ქალაქია, სადაც უკვე აშენდა სკოლა, რომელშიც გაძლიერებული პროგრამებით მოხდება ფიზიკისა და მათემატიკის სწავლება. ამ ქალაქში ასევე განსაზღვრულია სახელოვნებო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, ასევე მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრის მშენებლობა, რაც ახალ განზომილებას შესძენს ამ ქალაქს. მინდა მთელი გულით ბათუმს და მთელს აჭარას მივულოცო განათლების ქალაქის დაფუძნება, რომელიც სექტემბრიდან ახალ მოსწავლეებს მიიღებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება.




როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ განათლების ხარისხზე ზრუნვა, რაც მთლიანად არის ასახული განვითარების ათწლიან გეგმაში, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გვქონდა.



მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება ახალი სკოლების მშენებლობაზე და არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციაზე. სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი სკოლებს აშენებს, აკეთებს არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას, შესაბამისობაში მოჰყავს ევროპულ სტანდარტთან. ამისი მაგალითი მრავლად არის და ეს პროცესი, რასაკვირველია, გაგრძელდება, მათ შორის ქობულეთშიც. თქვენ გექნებათ ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის შესაბამისი სკოლები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესისთვის.



როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, პროფესიული განათლების განვითარება არის ჩვენი სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს თითოეულ რეგიონში აღმოცენდება კოლეჯი, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული რეგიონის ადგილობრივ საჭიროებებს. ეს მოხდება ამ უმშვენიერეს მხარეშიც.



ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროფესიულ განათლებაში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, ჩვენ ჩამოვიყვანთ უცხოელ სპეციალისტებს და ისინი ქართველებთან ერთად დიდ როლს ითამაშებენ პროფესიული განათლების განვითარების უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში.



როდესაც განათლებისა და მეცნიერების სფეროზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან გაიხსნა და წელს პირველი აკადემიური წელი დაასრულა. ძალიან წარმატებით დაიწყო ამ უნივერსიტეტმა თავისი აკადემიური ცხოვრება. როგორც მოგეხსენებათ, ამ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების საფუძველზე შეიქმნა ჭეშმარიტად მსოფლიო რანგის ნამდვილი ევროპული უნივერსიტეტი. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროპული განათლება საქართველოში უკვე შემოვიდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე. ამ უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს კითხულობენ წამყვანი პროფესორები ცნობილი უნივერსიტეტებიდან, როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, მათ დაემატებიან პროფესორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან და იაპონიიდან. ეს უნივერსიტეტი ჭეშმარიტად უნიკალურია და მე დარწმუნებული ვარ, რომ უაღრესად ნიჭიერ ქობულეთელ ბავშვებს, რომლებიც შემდეგ სტუდენტები გახდებიან, საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მიიღონ ჭეშმარიტად ევროპული განათლება.



მეგობრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არის უაღრესად დიდი და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია განათლების სისტემის განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისათვის აუცილებელია, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს. ჩვენი გუნდი აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up