მიხეილ ჩხენკელი - ოზურგეთს მალე ექნება მასწავლებლის სახლი

მიხეილ ჩხენკელი - ოზურგეთს მალე ექნება მასწავლებლის სახლი

access_time2021-08-19 20:40:00

„ოზურგეთს მალე ექნება თავისი მასწავლებლის სახლი, რომლის პროექტირება უკვე დაწყებულია. არქიტექტურა იქნება გურული ოდის სტილში, მასწავლებლის სახლში იქნება პლანეტარიუმი, STEM-ის ლაბორატორიები და თანამედროვე ტრენინგ-სივრცე “ – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელი განათლების ყველა საფეხურზე დაგეგმილ სიახლეებს შეეხო და იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებიც განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში უკვე გაცხადებულია საზოგადოებისათვის.

„ძვირფასო ოზურგეთელებო, ძვირფასო გურულებო, მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ მთელი გულით ფერისცვალება, მრავალს დაესწარით. დედა გურული მყავს, მეუღლე გურული მყავს და ძალიან მიყვარს ულამაზესი, უმშვენიერესი გურია და უნიჭიერესი გურულები.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი. ყველა საფეხურზე, ასევე, მეცნიერების მიმართულებით, მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური, სერიოზული რეფორმები და ჩვენი იდეები, ჩვენი კონცეფცია, რომელიც მიმართულია ხარისხის მკვეთრ ზრდაზე, არის ასახული იმ ათწლიან სტრატეგიულ ხედვაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარვუდგინეთ საზოგადოებას.

ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა, სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. აქვე, დაბა ნასაკირალში, დასრულდა მშენებლობა ახალი შესანიშნავი თანამედროვე სტანდარტების სკოლის, რომელიც გათვლილია 600 მოსწავლეზე. ახლა მიმდინარეობს სკოლის აღჭურვა და ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, განათლება მიიღონ მართლაც მშვენიერ გარემოში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი ხარისხიანი განათლებისთვის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი არის ნათელი მაგალითი ჩვენი დამოკიდებულებისა. როგორც გახსოვთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, ანგრევდნენ პროფესიულ სასწავლებლებს, ანადგურებდნენ უნიკალურ ლაბორატორიებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს. მათგან განსხვავებით ჩვენ სკოლებს და საგანმანათლებლო ცენტრებს ვაშენებთ. სოფელ ნასაკირალის სკოლის ანალოგიური პროექტები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგანაც ბავშვებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა.

რასაკვირველია, როდესაც სკოლის რეფორმაზე ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ მთავარი ფიგურა სკოლის წარმატებაში ეს არის მასწავლებელი. ამასთან დაკავშირებით ერთი კარგი ამბავი მინდა გითხრათ ოზურგეთისთვის. სიურპრიზი იქნება თქვენთვის და დარწმუნებული ვარ, გაგიხარდებათ. ოზურგეთს მალე ექნება თავისი მასწავლებლის სახლი, რომლის პროექტირება უკვე დაწყებულია. არქიტექტურა იქნება გურული ოდის სტილში, მასწავლებლის სახლში იქნება პლანეტარიუმი, STEM-ის ლაბორატორიები და თანამედროვე ტრენინგ-სივრცე. სექტემბერში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, ჩამოვალ აქ ოზურგეთში და გაჩვენებთ რენდერებს, თუ როგორი იქნება ოზურგეთის მასწავლებლის სახლი. ეს, რასაკვირველია, იქნება ძალიან სერიოზული განზომილება ოზურგეთის განვითარებისთვის განათლების მიმართულებით და ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ ამბავს.


პროფესიული განათლება გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულება. არსებული კოლეჯები კიდევ უფრო განვითარდება და ჩვენი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ექნება უმაღლესი დონის პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც მორგებული იქნება კონკრეტული რეგიონის საჭიროებებზე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ ჩამოვიყვანთ ცნობილ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ქართველ პედაგოგებთან ჩაერთვებიან პროფესიული განათლების განვითარების საქმეში.

ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ვსაუბრობთ განათლებისა და მეცნიერების სფეროზე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გაიხსნა შარშან და წელს დასრულდა პირველი აკადემიური წელი. როგორც იცით, ამ უნიკალური უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად საქართველოში გვაქვს მსოფლიო დონის ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროპული განათლება საქართველოში უკვე შემოვიდა. ეს არის მართლაც უნიკალური, ჭეშმარიტად საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე და ლექციებს ცნობილ ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ეს უნივერსიტეტი, რასაკვირველია, ემსახურება მთელ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ გურულების არაერთი თაობა, მათ შორის, უნიჭიერესი ოზურგეთელები იქ მიიღებენ ჭეშმარიტად ევროპულ განათლებას.

მეგობრებო, მე მინდა ასევე განსაკუთრებით გამოვყო ჩემი მეგობრის აჩიკო თალაკვაძის მზრუნველობა განათლების სფეროზე. ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურად გვაქვს საუბრები განათლებაზე, გურიის წინსვლაზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ეს არის კაცი, რომელიც ჭეშმარიტი გულშემატკივარია ამ სფეროსი. აჩიკოს დამოკიდებულება არის კარგი გამოხატულება მისი ოჯახის ფასეულობების, იმ ფასეულობების, რომლებიც, რასაკვირველია, აქვს მის ღირსეულ ძმას, ავთოს. შესაბამისად, ავთოს სახით ოზურგეთს ნამდვილი გულშემატკივარი ეყოლება განათლების თვალსაზრისით და, რასაკვირველია, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.

ძვირფასო მეგობრებო, იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობები, აუცილებელია, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად დამაჯერებლად და ღირსეულად გაიმარჯვებს“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up