მიხეილ ჩხენკელი - სკოლებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო

მიხეილ ჩხენკელი - სკოლებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო

access_time2021-02-21 14:15:27

სკოლებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ.

ჩხენკელმა პანდემიის პირობებში, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები და ზედმიწევნით არის დაცული როგორც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე, სამინისტროს რეკომენდაციები.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოსა და სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მინისტრის პირველი მოადგილე პირადად ეცნობა სკოლებში არსებულ მდგომარეობას, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრები, თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენამდე სამინისტრომ დროულად უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ განახლებული რეკომენდაციების გაგზავნა. რაც შეეხება მშობლებთან კომუნიკაციას, მოსწავლეთა მშობლებისთვის აღნიშნული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით, სკოლები თავად უზრუნველყოფენ.


მინისტრობის კანდიდატმა მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობის მიმართულებით განსაკუთრებით გამოყო V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარების აუცილებლობის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება და სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებელთა სავალდებულო სისტემური ტესტირების უზრუნველყოფა. მისი თქმით, ორ კვირაში ერთხელ საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 20%-ს ტესტირება სისტემატურად უტარდება.

მიხეილ ჩხენკელმა მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა სემესტრის მსგავსად, მოსწავლეთა მშობლებს შეუძლიათ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ დისტანციურ ფორმატში ჩატარებული საგაკვეთილო საათებისთვის სამინისტრო მასწავლებლებისთვის დამატებით ანაზღაურებას უზრუნველყოფს. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს ეძლევა შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო მასწავლებლების როლი პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში, მადლობა გადაუხადა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up