საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში