მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელია ჩემთვის არის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა - საბოლოო გამარჯვება ძალიან ახლოსაა

მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელია ჩემთვის არის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა - საბოლოო გამარჯვება ძალიან ახლოსაა

access_time2020-12-27 18:54:24

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ის მისთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლოა.

მან პარტიის ყრილობაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახლა მთავარია ერთიანობის შენარჩუნება და „ხელისუფლებისთვის ბოლომდე შეტევა“.

„მინდა მოგილოცოთ პირველი ელექტრონული არჩევნების ჩატარება და ნიკა მელიას მინდა მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა იმიტომ,რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა ჩვენს ათასობით აქტივისტს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ამდენი წელი უძლებს რეპრესიებს, შევიწროებას, არ ღალატობს იდეას და მთავარ საქმეს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ ასე იქნება მიღებული ელექტრონულად, არჩევნებში ღილაკზე თითის დაჭერით, მთელ მსოფლიოში ქართველები გადაწყვეტენ თავის სამშობლოს ბედს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ლევან ვარშალომიძეს, რომელმაც უკრაინის მთავრობაში ძალიან დიდი თანამდებობაზე უარი თქვა, აჭარასა და საქართველოში დიდი მოძრაობა გაშალა, დაბრუნდა და ბოლომდე იბრძვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ოპოზიციასთნ ერთად ამ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ის ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა. ქართველ ხალს ეიმედება თითოეული ჩვენგანი და ვეიმედებით ჩვენ, რომ მას ამ გამარჯვებას დავუბრუნებთ. ამისთვის ახლა უნდა აგორდეს საბოლოო, გადამწყვეტი ტალღა, რომელიც უზურპატორს, ოლიგარქს და მის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმს წალეკავს და საქართველოს დაუბრუნებს მშვიდობას, განვითარებას და კეთილდღეობას. თითოეული ქართველი იმედის თვალით შემოგვყურებს. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ერთიანობა და ბოლომდე შევუტიოთ. ჩვენი საბოლოო გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ამის ღრმად მრწამს და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.


Ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up