მიხეილ სარჯველაძე - ლევან ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი რადიკალური ფორმებით, რაც ადამიანის უფლებების მიმართულებით ღირებულებებთან არცთუ თავსებადია

მიხეილ სარჯველაძე - ლევან ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი რადიკალური ფორმებით, რაც ადამიანის უფლებების მიმართულებით ღირებულებებთან არცთუ თავსებადია

access_time2021-05-06 17:30:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაუჭირდება თქმა, რა შანსები ექნება ლევან ვასაძეს პოლიტიკაში.


მისი თქმით, კონკრეტული პიროვნების მიმართ განწყობა შეიძლება, სრულად ვერ ასახავდეს პარტიის მიმართ დამოკიდებულებას. თუმცა, სარჯველაძის განმარტებით, ლევან ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი რადიკალური ფორმებით, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით ღირებულებებთან თავსებადი არ არის.


„გამიჭირდება თქმა, ეს მარტო ერთი ფიგურის შეფასებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. ზოგადად, პარტიას უნდა ახასიათებდეს დეკლარირებული მიზნები, პოლიტიკური პლატფორმა, რომელსაც ემხრობა და ა.შ.


კონკრეტული პიროვნების მიმართ განწყობა შეიძლება, სრულად ვერ ასახავდეს პარტიის მიმართ დამოკიდებულებას, მაგრამ აქვე მინდა ვთქვათ, რომ ბატონი ლევან ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი რადიკალური ფორმებით, რომელიც მაგალითად, ადამიანის უფლებების მიმართულებით არცთუ თავსებადია თანამედროვეობის ღირებულებებთან.



შესაბამისად, ეს პრობლემა შეიძლება, ნამდვილად გარკვეულ კითხვებს აჩენდეს პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


რაც შეეხება ვასაძის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის გაკრიტიკებას და ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ განცხადებას, სარჯველაძის განმარტებით, ყველას აქვს საკუთარი განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირების უფლება.


„უნდა ვთქვა, რომ საქართველოს ევროპული განვითარება და ევროპული მომავალი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა საქართველოსთვის. ამაზე მე პირადად განსხვავებული აზრის მოსმენის საჭიროებასაც ვერ ვხედავ. არაერთხელ განხილული და ნამსჯელი თემაა. აქ კითხვის ნიშნები, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ნამდვილდ არ არსებობს. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მე პირადად ამ მოსაზრებებს რამენაირად ვერ დავეთანხმები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ვასაძის თქმით, ეს მისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა.


ვასაძის განმარტებით, მისთვის ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. ლევან ვასაძის შეფასებით, დოკუმენტზე ხელის მოწერით მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა.



1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up