მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური, თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ უკანონოდ, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა ადამიანმა, რაც არ არის სწორი

მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური, თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ უკანონოდ, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა ადამიანმა, რაც არ არის სწორი

access_time2022-01-03 15:40:00

„ნაციონალური მოძრაობის“, მათი ფორმალური, თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ ახალი და განსხვავებული, ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი დაიწეროს ან უკანონოდ, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა ადამიანმა. ეს არ არის სწორი მოთხოვნა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებას, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს.


მისი თქმით, ყველა უნდა შეეცადოს, საკუთარი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს და არა პირიქით, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე აყალიბონ ახალი წესები.


„ბოლო პერიოდი თვალს ვადევნებთ პროცესებს, „ნაციონალური მოძრაობის“, მათი ფორმალური, თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ პრაქტიკულად ცალკე, ახალი და განსხვავებული, ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი დაიწეროს, შეიქმნას, ან უბრალოდ ყოველგვარი კანონის შექმნის გარეშე უკანონოდ, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა ადამიანმა. ეს არ არის სწორი მოთხოვნა. შესაბამისად, ვფიქრობთ, უმჯობესია, ისევე როგორც ყველამ, ეს ადამიანებიც შეეცადონ, საკუთარი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს და არა პირიქით, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე აყალიბონ ახალი, განსხვავებული წესები.



გარკვეული ინსინუაციების მოწყობა ამ მიმართულებით გამართლებული არ არის. თუ სჭირდება კონკრეტულ პატიმარს მკურნალობა, შესაბამისი სამედიცინო სერვისი, ის ამას უპირობოდ მიიღებს. აქედან რაღაც ამბების შექმნა გამართლებული არ არის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.


ამასთან, მისივე თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა ფრონტის გაშლას აპირებენ, ეს მოულოდნელი არ არის.


„ეს არის იმის ახსნა, რომ მცდარად დაწყებული აქციები და პლატფორმები, რომელიც შექმნეს პროტესტის მიმართულებით, არ აღმოჩნდა მათთვის სარგებლიანი და აღმოჩნდა ფუჭი. ახლა უნდა აიხსნას ეს მწვავე წარუმატებლობა და რაღაცით გადაიფაროს. შესაბამისად, ახლა იმუქრებიან სრულიად ახალი ეტაპით მათი მარცხისთვის განწირული ბრძოლისა, თუმცა თუ ეს ფრონტის გაშლები გულისხმობს მათი მხრიდან მოვალეობების შესრულების დაწყებას, როგორიც არის პარლამენტში შემოსვლა და საგნობრივ დისკუსიებში ჩართვა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, ეს რასაკვირველია, იქნება მხოლოდ კარგი. არავის ინტერესში, უპირველესად ქართველი ხალხის ინტერესში არ არის ის, რომ ცარიელი ადგილები არის იმ ადგილებზე, რომელზეც ქართველმა ხალხმა მიანიჭა მათ მანდატი, რომ მათი სახელით ფუნქცია შეასრულონ პარლამენტში. საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით, როდესაც ქართველი ხალხისგან მინიჭებულ მანდატზე უარს აცხადებდნენ, რასაკვირველია, არ იყო სწორი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up