მიყურადება-თვალთვალი, ჩანაწერების გამოქვეყნება და დეზინფორმაცია - ინტერნეტ თავისუფლების გამოწვევები საქართველოში

მიყურადება-თვალთვალი, ჩანაწერების გამოქვეყნება და დეზინფორმაცია - ინტერნეტ თავისუფლების გამოწვევები საქართველოში

access_time2022-10-27 15:30:50

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ ახალი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებას იკვლევს. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ინტერნეტის თავისუფლება უკვე მე-12 წლის განმავლობაში, თანმიმდევრულად იკლებდა. საქართველო, რომელიც დემოკრატიის ინდექსით „ფრიდომ ჰაუსის“ “ნახევრად თავისუფალი” ქვეყნების სიაშია, ამ ანგარიშში „თავისუფალ“ ქვეყნადაა შეფასებული და გასულ წელთან შედარებით, 1 ქულითაცაა დაწინაურებული. „ამერიკის ხმა“ კვლევის მთავარ მიგნებებზე და საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ორგანიზაციის ევროპისა და ევრაზიის მკვლევარს, გრანტ ბეიკერს ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია და მთავრობა არ ბლოკავს ინტერნეტს.


„საქართველოში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. მთავრობა არ ბლოკავს ინტერნეტს. მთავრობის მხრიდან არაა ფართოდ გავრცელებული ვებგვერდების დაბლოკვა, განსაკუთრებით კი იმ ვებგვერდებისა, სადაც ისეთი მასალებია განთავსებული, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტითაა დაცული. ეს უბრალოდ არ ხდება. ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი, რომ საქართველო თავისუფალ ქვეყნადაა შეფასებული. ცხადია, კვლავ არის პრობლემები საქართველოში. ის რომ თავისუფლადაა შეფასებული არ ნიშნავს, რომ იდეალურია.


მიყურადება-თვალთვალი, ჩანაწერების გამოქვეყნება, დეზინფორმაცია და შევიწროება - ეს ნამდვილად არის პრობლემური საკითხები. მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს განსხვავება, ისაა, რომ სხვადასხვა ფაქტორებს ვაკვირდებით. დიახ, ინტერნეტზე წვდომას აქ საფრთხე არ ემუქრება, რასაც სხვა ქვეყნებში ვხედავთ“,  აცხადებს გრანტ ბეიკერი.


მისივე განმარტებით, გასული წლის ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ მთავრობა ჩართული იყო რელიგიური პირების, პოლიტიკური ფიგურების და სხვების ფართომასშტაბიან სატელეფონო მოსმენა/ჩაწერაში.



„ეს სია გრძელია. ამის შესახებ ცნობების გავრცელება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო ერთგვარი შემაჯამებელი, დასკვნითი მტკიცებულება. ჩვენი საანგარიშო პერიოდი მაისში მთავრდება, მაგრამ ვფიქრობ ახალი ჩასწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებსაც ვეტო დაედო და შემდეგ პარლამენტში დაბრუნდა, ახლა როგორც ჩანს, გააფართოებს იმ შემთხვევებს, როდესაც მთავრობას მოსმენა/თვალთვალი/ჩაწერა შეუძლია. ვფიქრობ ეს შემაშფოთებელია.


მიყურადების მიღმაც, აუცილებლად ნახავთ სხვა პრობლემებსაც, როგორებიცაა დეზინფორმაცია, ამა თუ იმ აქტორის მიერ „ტროლების“ ქსელებისა და სოციალური მედია კამპანიების გამოყენება. ჩვენ ამას კოორდინირებულ და არანამდვილ ქცევას ვეძახით იმისთვის, რომ გააძლიერონ ესა თუ ის ხმა. პრობლემურია ონლაინ შევიწროებაც, რომელიც გავლენას ახდენს ჟურნალისტებზე რეალურ სამყაროში. ჩვენ ვნახეთ, რომ ჟურნალისტები, რომლებიც გასულ ივნისში „პრაიდის“ მარშს, ან არჩევნებს აშუქებდნენ, ძალადობის პირისპირ აღმოჩნდნენ“,  აცხადებს მკვლევარი. 


ბეიკერი მიიჩნევს, რომ საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც დეზინფორმაცია სერიოზული გამოწვევაა.


„ჩემი აზრით, სოციალური მედიის პლატფორმებმა უნდა ითამაშონ შესაბამისი როლი იმის უზრუნველყოფაში, რომ ჰყავდეთ ადგილობრივ ენებზე მოსაუბრე მეტი თანამშრომელი, რათა შესაბამისად ამოიცნონ დეზინფორმაციის ქსელები. მნიშვნელოვანია ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების როლიც იმაში, რომ ყალბი ცნობები გამოავლინონ და ამის შესახებ ცნობიერებაც გაზარდონ.


დეზინფორმაცია ერთ-ერთი კომპლექსური პრობლემაა, საქართველო კი დეზინფორმაციის სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი გამავრცელებლის მეზობელია“, - მიიჩნევს მკვლევარი. 


მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიხედვით




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up