მართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ, აპირებენ თუ არა, რომ შესაბამისმა უწყებებმა აქციაზე დაკავებული ადამიანები გაათავისუფლას განაცხადა.
„უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად. რაც კანონით იქნება გათვალისწინებული, გაკეთდება ზუსტად ისე“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.