მობილურ ინტერნეტს 3,75 მლნ აბონენტი მოიხმარს, ფიქსირებულს მილიონზე მეტი - კახა ბექაური

მობილურ ინტერნეტს 3,75 მლნ აბონენტი მოიხმარს, ფიქსირებულს მილიონზე მეტი - კახა ბექაური

access_time2023-03-22 18:20:54

პარლამენტის პლენარულ სესიაზე, კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიმოხილვისას, ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციები წარადგინა. მისი თქმით, 2021 წელს, ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,267 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით, 114 მილიონი ლარით მეტია. მისივე განცხადებით, 2021 წელს, მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5,55 მილიონი შეადგინა, საიდანაც იურიდიული პირი 1,3 მილიონი, ხოლო ფიზიკური პირი 4,2 მილიონი იყო. ComCom-ის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ 2021 წელს მობილური შემოსავლების 75% ფიზიკურმა პირებმა, 25% კი იურიდიულმა პირებმა შეადგინეს.

 

„საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 160%-ს შეადგენს - განაცხადა ბექაურმა და აღნიშნა, რომ აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2021 წლის მობილური ოპერატორების საბაზრო წილის 42% „მაგთიკომს, 33% „სილქნეტს, ხოლო 25% „ბილაინს ეკავა.

 

კახა ბექაურის განცხადებით, მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, რაც 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტია. ბოლო ხუთ წელიწადში კი, მობილური ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 9,5% შეადგინა. თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ 2021 წელს, მთლიანი მობილური ინტერნეტ ტრაფიკის 91% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც 2020 წლის იგივე მაჩვენებელზე 6%-ით მეტი იყო, პროცენტულად კი შემდეგნაირად გადანაწილდა: 4G – 91%, 3G – 9%, 2G – 0,1%. ამასთან, ბექაურმა აღნიშნა, რომ 2021 წელს, წინა წლებთან შედარებით, ინტერნეტ მოხმარების რაოდენობა 65%-ით იყო გაზრდილი.

 


ComCom-ის თავმჯდომარემ ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებაზეც ისაუბრა, რომლის აბონენტების რაოდენობამ 2021 წელს მილიონს გადააჭარბა და მილიონ ცხრა ათასი შეადგინა.

 

„2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4,3%-ით, კერძოდ, 41 ათასი აბონენტით გაიზარდა, ხოლო საქართველოში არსებულ 3385 სოფლიდან, ფიქსირებული ინტერნეტი 2351 სოფელშია ხელმისაწვდომი - განმარტა კახა ბექაურმა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up