მოდი, ვიმუშაოთ ერთად, რომ საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ - ჩეხეთის ელჩი საქართველოში

მოდი, ვიმუშაოთ ერთად, რომ საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ - ჩეხეთის ელჩი საქართველოში

access_time2022-07-03 09:30:45

გვესმის, რატომაც შეიძლება, საქართველოს მთავრობა იკავებდეს თავს სანქციების დაწესებისგან, ვაფასებთ მთავრობის ჩართულობას იმაში, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს გავლით არ აქვს რუსეთთან ბიზნესის წარმართვის საშუალება, – განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ.


„მე არ მინახავს პირდაპირი კრიტიკა ქართული მთავრობის მიმართ, რადგან ჩვენ გვესმის საქართველოს სიტუაცია; გვესმის, რატომაც შეიძლება, იკავებდეს თავს საქართველოს მთავრობა სანქციების დაწესებისგან; გვესმის მთავრობის ქმედების მოტივები. ვაფასებთ მთავრობის ჩართულობას იმაში, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს გავლით არ აქვს ბიზნესის წარმართვის საშუალება რუსეთთან და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამგვარი მცდელობები აღკვეთოს და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ამგვარი მცდელობები. შესაბამისად, ჩვენ ვენდობით ამ შემთხვევაში მთავრობას“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.


ამასთან, ჩეხეთის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და სურს, იხილოს ის ევროკავშირში.


„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში. საქართველოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვქონდა არა მხოლოდ ჩეხეთს, არამედ ევროკავშირსაც. საქართველო არის ევროპული ქვეყანა; ამიტომ, მოდი, ვიმუშაოთ ერთად, რომ ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში“, – განაცხადა მიკისკამ.


ჩეხეთის ელჩის თქმით, რეკომენდაციების შესასრულებლად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.


„ვფიქრობ, რეკომენდაციები არის საკმაოდ ლოგიკური და ეს არის როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მთლიანად, მოსახლეობის ამოცანა. ყველას თუ სურს, რომ საქართველომ მიაღწიოს ევროკავშირის წევრობას, მაშინ ერთობლივი ძალისხმევაა აუცილებელი. არ უნდა იყოს შეურაცხყოფები ან თავდასხმები კონკრეტულ ჯგუფებზე, დაუსაბუთებელი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს. ყველამ უნდა იმუშაოს ერთობლივად. ამას გულისხმობს დეპოლარიზაცია“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ.

წყარო: 1tv.ge

თეგები:
ჩეხეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up