მოგზაურობა კრიპტო სამყაროში- გაიცანით პირველი ქართველი კრიპტო მარკეტერი ქალი

მოგზაურობა კრიპტო სამყაროში- გაიცანით პირველი ქართველი კრიპტო მარკეტერი ქალი

access_time2022-02-03 16:00:20

„ციფრული ფული“, „ბიტკოინი“, მაინინგი, ბლოკჩეინი - მსოფლიოს ინტერესი უკვე წლებია რაც  კრიპტოვალუტის მიმართაა მიპყრობილი. ტრანზაქციების ახალმა, რევოლუციურმა მოდელმა, გადახდის ტრადიციული ხერხები გადაფარა და ადამიანების დამოკიდებულება ფულის მიმართ სრულიად შეცვალა. ასიათასობით ადამიანთან ერთად ბლოკჩეინის სამყაროში დიდი ხანია ნატალი საგინაშვილიც მოგზაურობს, კრიპტოვალუტებით ვაჭრობის გარდა, ნატალი პირველი ქართველი კრიპტო მარკეტერი ქალია, რომელიც დღეს საერთაშორისო გუნდთან ერთად მუშაობს. თუმცა, სანამ შესაძლებლობებით სავსე სამყაროში მოხვდებოდა, მანამდე გრძელი და საინტერესო გზა გაიარა.

 

მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი გავლენა სკოლამ იქონია. 90-იანი წლები - სამოქალაქო დაპირისპირება, უშუქობა, უწყლობა, ნაცრისფერი თბილისი, უიმედობა. თუმცა, 24-ე სკოლის მოსწავლეების ცხოვრებაში მომავლის იმედი მაინც გაჩნდა, ყველაფერი კი ერთი ადამიანის დამსახურება იყო, მასწავლებლის, რომელიც საკუთარი მოსწავლეების მსოფლმხედველობას ცვლიდა:

 

„სკოლის პერიოდიდან ყველაზე მეტად მადლიერი ჩემი ინგლისურის მასწავლებლის ვარ. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანები იყო, ციოდა, ბნელოდა და ირგვლივ გაურკვევლობა სუფევდა, ის მაინც ყოველთვის ახერხებდა რომ სიახლეები და სინათლე შემოეტანა მოსწავლეების ცხოვრებაში.მუდმივად რაღაც კონკურსებში მონაწილეობდა, იგებდა და შედეგად მისი მოსწავლეებისთვის ახალგაზრდულ ლიტერატურას ჩუქნიდნენ.


ხშირად ვფიქრობ, რომ სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. მახსოვს, როგორ დავიწყე ამ ლიტერატურის კითხვა და აღმოვაჩინე რომ თურმე ამერიკაში 14-15 წლის და კიდევ უფრო პატარა ბავშვები უკვე მუშაობდნენ, რომ აქვთ საკუთარი ფული და მიზნები.  დღეს თითქოს არაფერია, მაგრამ მაშინ ამან ჩემი სამყარო მთლიანად შეცვალა. გადავწყვიტე, რომ მეც რაც შეიძლება მალე უნდა მეპოვნა სამსახური და დამოუკიდებელი გავმხდარიყავი“, -  გვიყვება ნატალი საგინაშვილი.

 

მიზანი უკვე დასახული ჰქონდა, ახლა პროფესია უნდა შეერჩია. საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე 100 %-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა. ნატალი პირველი თაობა იყო, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა. იხსენებს, რომ მაშინ საერთოდ არ იცოდა თუ რა იყო ბიზნესი, ფაკულტეტი ოჯახის რჩევით შეარჩია და სწორედ ასე დაიწყო მისი კარიერა საბაზრო ეკონომიკაში. მიზნისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმასთან ერთად, უკვე დრო იყო რომ პირველი სამსახურის ძებნა დაეწყო:

 

„17 წლის პირველკურსელი ვიყავი. არავინ მიცნობდა, არაფერი ვიცოდი. ჩემი უნივერსიტეტი ისეთი პრესტიჟული არ იყო როგორც მაგალითად ESM ან CSB. ყველა ნორმალურ ვაკანსიაში კი პირდაპირ ამ ბიზნეს-სკოლების სტუდენტებს ითხოვდნენ.  ვიცოდი, რომ რაიმე სამსახური სასწრაფოდ უნდა მეშოვა, რადგან 4 წლის მერე, როდესაც უნივერსიტეტს დავასრულებდი, სხვა პრესტიჟული ბიზნეს სკოლების კურს-დამთავრებულებს კონკურენციას ვერ გავუწევდი.


სამსახურს ზუსტად 1 წელი ვეძებდი. თავიდან ჯერ კიდევ გაზეთით „სიტყვა და საქმე“. ნებისმიერ სამსახურზე ვიყავი თანახმა, ოღონდ საქმიან ადამიანთა წრეში შევსულიყავი. დაახლოებით1 წლის უწყვეტი ძიების შემდეგ, მეგობარმა მითხრა, რომ ვაკანსია ნახა სადაც მთარგმნელებს ეძებდნენ. კერძოდ, ტელევიზიისთვის ფილმების სუბტიტრები ინგლისურიდან ქართულად უნდა გვეთარგმნა.


გასაუბრებაზე, 20 წუთიანი მულტფილმი მოხუცი მაკდონალდის ფერმა შემხვდა, რომელიც მთლიანად გარითმული იყო. მაშინ არც ინგლისური ვიცოდი კარგად და ინტერნეტში ჯერ კიდევ Dial Up-ით ვრეკავდით. ავიღე ეს მულტფილმი და ძველი, გაცრეცილი საბჭოთა კავშირის დროინდელი ლექსიკონის დახმარებით გადმოვთარგმნე და გადმოვრითმე. ამ ფაქტმა იმხელა აღფრთოვანება დაიმსახურა, რომ სამსახურში იმ დღესვე ამიყვანეს. მახსოვს პირველი ხელფასი 142 ლარი იყო, რომელიც ხუთი  20 წუთიანი მულტფილმისა და ორი 60 წუთიანი დოკუმენტური ფილმის თარგმნაში გადამიხადეს. მაშინ 18 წლის ვიყავი და სამყაროში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო“, - იხსენებს ნატალი საგინაშვილი.

 


თარგმანი კარგად გამოსდიოდა, თუმცა იცოდა, რომ ეს არ იყო ის საქმე, რომლის კეთებაც მოსწონდა. ამიტომ მუდმივად ძიებაში ყოფნა უწევდა, შესაბამისად, ძალიან ბევრ ადგილას იმუშავა. როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერმა, რასაც აკეთებდა, მისი, როგორც მარკეტინგის სპეციალისტად განვითარებას შეუწყო ხელი.


„ვმუშაობდი გაყიდვების აგენტად, ვწერდი სტატიებს, დავიწყე ბლოგინგი, TED.com - ის ერთ-ერთი პირველი მთარგმნელი ვიყავი, ვმუშაობდი მარკეტინგის სპეციალისტად სხვადასხვა სტარტაპებში, ვიმუშავე მარკეტინგის კონსულტანტადაც. ამასთან, ყველგან წარმატებული ნამდვილად არ ვიყავი“, - ამბობს ის.

 

იმისთვის, რომ კარიერა ახალ დონეზე გადაეყვანა, სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. ნატალიმ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა და ახალი გამოწვევებისთვის მოემზადა:

 

„უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მალევე დავიწყე მუშაობა სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, სადაც საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. სწორედ იქ გავიცანი მაშინ ჯერ კიდევ დამწყები, მაგრამ იდეებით აღსავსე ბიზნესმენი იოსებ ბოლქვაძე, რომელსაც თავიდან როგორც ფრილანსერი ისე ვეხმარებოდი მარკეტინგის მიმართულებით.


რამდენიმე წლის შემდეგ კი, როდესაც იოსებმა СryptX Group დააფუძნა, მან მარკეტინგის დირექტორის პოზიცია შემომთავაზა. ასე გაიხსნა ჩემთვის კრიპტოვალუტების სამყარო, რომელმაც ისე გამიტაცა, რომ მთელი ჩემი გონება მოიცვა და მომავალი შეცვალა“, - გვიყვება ნატალი.

 

СryptX-ში მუშაობისას, ნატალიმ და მისმა გუნდმა ჯერ ქართულზე და შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე გაიყვანეს ისეთი პროექტები, როგორებიცაა CryptX Wallet, CryptX Terminal და როგორც თვითონ ამბობს მისთვის ყველაზე საყვარელი პროექტი Cryptal.com, უსაფრთხო და მარტივი კრიპტო ბირჟა. ეს არის პროექტი, რომლის შენებაც 2 წლის წინ  ნულიდან დაიწყეს და დღეს უკვე ლიდერი ბირჟაა საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბითაც იდგამს ფეხს. წარმატებულ საქმიანობას, წარმატებული საქმიანი შეთავაზება მოჰყვა:

 

„СryptX-ში მუშაობისას სულ უფრო მეტად თავდაჯერებული ვხდებოდი როგორც კრიპტო მარკეტერი, ჩვენი პროექტებიც სულ უფრო მეტად წარმატებული იყო, თვითონ კრიპტო ინდუსტრიაც განვითარდა და შესაბამისად საკმაოდ ბევრი შეთავაზება მომდიოდა, მაგრამ არასოდეს განვიხილავდი მათ, რადგან ძალიან მიყვარდა ჩვენი მიმდინარე პროექტები და ჩვენი გუნდი. ვთვლიდი, რომ საუკეთესო კომპანიაში ვმუშაობდი. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს დიდი ბრიტანეთიდან დამიკავშირდა ე.წ. ტალანტების მაძიებელი და ისევ კრიპტო სამყაროში, მაგრამ დეცენტრალიზებული ფინანსების მიმართულებით შემომთავაზა მარკეტინგის დირექტორის პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) ყოველთვის მიზიდავდა თავისი უსასრულო შესაძლებლობებისა და ძალიან სწრაფი ტემპით, თავიდან გულგრილად მოვეკიდე ამ შეთავაზებასაც, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მაინც დავთანხმდი.


სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ჩემი UpLift DAO-თი დაინტერესებისათვის. გუნდის წევრებმა ეგრევე მომხიბლეს თავიანთი მსოფლმხედველობითა და მიზნებით. ფაქტობრივად, ნულიდან უნდა აგვეშენებინა კრიპტო პროექტების ლონჩპედი, ინკუბატორი და აქსელატორი და  ბაზარზე ყველაზე დიდი  კომპანიებისთვის გაგვეწია კონკურენცია“, - აცხადებს ნატალი საგინაშვილი.

 

გვიყვება, რომ UpLift DAO-ს გუნდი მთლიანად დეცენტრალიზებულია. მისი თქმით, კომპანიაში ერთი და იმავე ეროვნების ადამიანს ვერ შეხვდებით. როგორც ჭეშმარიტ კრიპტო ენთუზიასტებს არ სჯერათ საზღვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობების.

 

„სულ 3 თვეა, რაც UpLift DAO არსებობს და ამასობაში 2 პროექტს დავეხმარეთ ბაზარზე შემოსვლაში და ჯამური ღირებულებით 550,000 აშშ დოლარის პრისეილი მოვახდინეთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ ბლოქჩეინ ღონისძიებაში, AIBC Summit, მოვიგეთ წლის ინკუბატორის წოდება, ჩვენი ე.წ. ქომუნითი უკვე 6,000 ინვესტორს სცდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან გადანაწილებული და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ინვესტორი ყიდულობს ჩვენს ტოკენს (LIFT), რათა მიმდინარე პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი სამომავლო გეგმები კი მოიცავს ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა Gamefi, DEX (დეცენტრალიზებული ბირჟა), NFT მარკეტფლეისები და სხვ.“, - გვიყვება კრიპტო მარკეტერი.

 

ნატალი ამბობს, რომ ყველაზე რთული იმის  გაცნობიერებაა, რომ ყოველი დღე წარმატებული და კარგი ვერ იქნება. შესაბამისად, მის ცხოვრებაში იყო წარუმატებლობები, შეცდომები, მარცხი და იმედგაცრუებაც. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიარული არასდროს შეუწყვეტია. მისი აზრით, ეს წინაღობები აყალიბებს, აძლიერებს და კიდევ უფრო მაღალი და რთული ტალღებისთვის ამზადებს ადამიანს. ამბობს იმასაც, რომ დღეს შესაძლებლობების ეპოქაში ვცხოვრობთ, სწორედ ამიტომ თვლის, რომ ადამიანებმა საკითხს გლობალურად უნდა უყურონ.

 

„წარმატება ჩემთვის ძალიან შეფარდებითი ცნებაა. წარმატება არის აკეთო ის რაც მოგწონს, აზარტში გაგდებს, ბედნიერებას და ადრენალინს განიჭებს, ამავდროულად კი ამ ყოველივეთი გაერთო. მე დღესდღეობით ძალიან ვერთობი და მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. რატომღაც ისეთი სტერეოტიპია გავრცელებული, რომ კრიპტოები მხოლოდ მამაკაცებისთვისაა. ჩემი აზრით, ეს სრული აბსურდია. კრიპტო ინდუსტრიაში, ისევე როგორც ნებისმიერ ინდუსტრიაში, ქალებს ისეთივე შესაძლებლობები აქვთ, როგორც მამაკაცებს“, - თქვა ნატალი საგინაშვილმა.

 

ნატალის სჯერა, რომ ბლოკჩეინი და ციფრული სამყარო მალე მთლიანად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. ფიქრობს, რომ  სულ მალე კრიპტოვალუტები კლასიკური ვალუტების ალტერნატივად იქცევა, შეხვედრებზე მეტავერსში ვივლით  და ბლოკჩეინის საშუალებით დავქორწინდებით კიდეც. 

 

კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up