ამ დროისათვის მოლდოვას რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაკეტილია. საერთაშორისო მედია წერს, მოლდოვაში საჰაერო სივრცის დაკეტვის მიზეზი, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული სადაზვერვო დრონის დაფიქსირებაა.
მოლდოვურმა ავიაკომპანია Air Moldova-მ ფრენების გადადების შესახებ საკუთარი მგზავრები უკვე გააფრთხილა.
„ძვირფასო მგზავრებო, ამ წუთებში მოლდოვას რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაკეტილია, ველოდებით ფრენების განახლებას. ცვლილებებია დღევანდელ განრიგში. ძვირფასო მგზავრებო, ვინც აეროპორტში იმყოფებით ან დღეს აპირებთ ფრენას, გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თვალი ადევნოთ აეროპორტის საინფორმაციო პანელებს ონლაინ მისამართზე www.airport.md. და www.airmoldova.md განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით!“, წერია Air Moldova-ს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ვებგვერდი იტყობინება, რომ მათ ავიაკომპანია Air Moldova-მ, რამდენიმე რეგულარული რეისის გაუქმების შესახებ, 13 თებერვალს აცნობა. ამ კონტექსტში, სამოქალაქო ავიაციის სამსახური მიმართავს მგზავრებს, რომ შეძენილ ბილეთებთან დაკავშირებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით იხელმძღვანელონ.