მოლდოვას უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, მან უნდა ისარგებლოს ნატოს რეგიონში ყოფნით, - განაცხადა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ.
"ახლა მოლდოვას სამხედრო საფრთხე არ ემუქრება. ნატო გააგრძელებს გარკვეული სტაბილიზატორის როლის შესრულებას რეგიონში. და ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს ამით", - განაცხადა ჯოანემ მოლდოვის სახელმწიფო ტელეარხ Moldova-1-თან ინტერვიუში.
მან ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ეს პოზიცია აისახება მადრიდში მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციაში.
მანამდე ნატოს ლიდერებმა მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია 2030 წლამდე, რომელშიც რუსეთი აღიარებულია უსაფრთხოებისთვის "ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ".