მონაწილეობს თუ არა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად პრეზიდენტის მიერ გამოხზადებულ კონკურსში. ამასთან დაკავშირებით პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა
„დღეს არაფორმალური მმართველობა ხორციელდება ძირითადად „ქართუს“თანამშრომლების და მათი ოჯახების მეშვეობით. ოლიგარქის გავლენის შემცირებისთვის აუცილებელია „დექართუიზაცია“. პრეზიდენტი ზურაბიშვილი დგას ტესტის წინაშე. მან არ უნდა დანიშნოს ეროვნულ ბანკში „ქართუს“ კადრის ოჯახის წევრი, ლაშა ხუციშვილი. ხუციშვილის დანიშვნა საფრთხის ქვეშ დააყენებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ვინაიდან, დადასტურებული არ არის ხუციშვილის მონაწილეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის კონკურსში, მე დღეს გამოვითხოვე ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.“ - აცხადებს ანა დოლიძე