რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კურილის კუნძულები, რომელიც მოსკოვს 1945 წლიდან ანექსირებული აქვს კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა. კრემლი ისევ ხისტ პოლიტიკას მიმართავს, ტოკიოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს წყვეტს და კუნძულებზე უვიზო მიმოსვლას აუქმებს. რუსული მხარის გადაწყვეტილების მიზეზად იაპონიის სანქციებზე მიერთება დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ rbc.ua ავრცელებს.
საბჭოთა კავშირს გერმანიის მსგავსად თავდაუსხმელობის შეთანხმება იაპონიასთანაც ჰქონდა გაფორმებული. ტოკიოს შეთანხმება მაშინაც კი არ დაურღვევია, როდესაც მოსკოვს მთელი ძალები დასავლეთის მიმართულებით ჰყავდა გადასროლილი, სამაგიეროდ, 8 მაისის შემდეგ ხელშეკრულებიდან საბჭოთა კავშირი ცალმხრივად გავიდა და 8 აგვისტოს ომი გამოუცხადა იაპონიას.
იაპონია პრეტენზიას 4 კუნძულზე იტურაპზე, კუნაშირზე, შიკოტანსა და ჰაბომაიზე აცხადებს რომელთა საერთო ფართობიც 10 000 კვადრატული კილომეტრია და მოსახლეობა მათზე 20 000-მდე შეადგენს. გარკვეული პერიოდი კუნძულების გაყოფის გეგმა განიხილებოდა, თუმცა დღემდე 4-ვე მათგანზე კონტროლს მოსკოვი ახორციელებს.