ორდღიანი გამოცოცხლების შემდეგ ინტერვენციის გამოცხადებისთანავე, რუსული კომპანიების აქციების ღირებულება 10-15 პროცენტით შემცირდა და კოლაფსის თავიდან მოსკოვის ბირჟამ ვაჭრობა შეაჩერა. გაზპრომის აქციების ფასი რამდენიმე საათში 11.5%-ით შემცირდა, როსნეფტის 13.1%-ით, ლუკოილის 10.5%-ით, აეროფლოტის 10.7%-ით, იანდეკსის 13.7%-ით-ით... თუ ბირჟებს 5 დღიან ჭრილში შევხედავთ ვარდნის მოცულობა 25-35 პროცენტს მიაღწევს.
აქციების პარალელურად უფასურდება რუბლიც. მისმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 88-ს გადააჭარბა, რაც 1998 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. $100-ს გადასცდა ბარელი ნავთბოის ღირებულებაც.