MWC23 გამოფენაზე Motorola-მ Rizr sliding სმარტფონის პროტოტიპი წარმოადგინა. აქამდე ყველა სახის მოქნილი მოწყობილობა სიგანეში მოძრაობდა, რაც ეკრანის არეალს ზრდიდა. Moto-მ განსხვავებული ფორმატი შეიმუშავა. ბრენდის მთავარი „ხრიკი“ არის ის, რომ დისპლეი ღილაკზე დაჭერით ან ავტომატურად იშლება.
Android Authority-ის ჟურნალისტების თქმით, მოწყობილობა 5-დუიმიანი POLED დისპლეით 15:9 ასპექტის თანაფარდობითაა აღჭურვილი, რომელიც ღილაკზე შეხებით სიმაღლეში იშლება, რის შემდეგაც ეკრანი 6,5 ინჩამდე იზრდება, რასაც თან ახლავს დესკტოპის ფონის სინქრონული ანიმაცია.
Motorola ჯერ არ გეგმავს მსგავსი გაჯეტის გამოშვებას, თუმცა ტექნოლოგია ტესტირების რეჟიმშია და მისი გაუმჯობესება მოხდება, მომავალში კი სმარტფონების ახალი ხაზი გაყიდვაში გამოვა.