ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორ აპირებს ოპოზიცია Covid 19-ის დამარცხებას

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორ აპირებს ოპოზიცია Covid 19-ის დამარცხებას

access_time2020-10-20 10:00:08

მმართველი გუნდის ეპიდსიტუაციასთან გამკლავების სტრატეგიას განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, აქტიურად აკრიტიკებს თითოეული მოწინააღმდეგე პარტია. თუმცა ... ორ კვირაში არჩევნებია, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ.  „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ ოპოზიციური პარტიები ორ კვირაში ამ რეალობის პირისპირ დადგებიან,  რა მეთოდებით წარმოუდგენიათ კოვიდსიტუაციის მართვა?  

 „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“ - ამ ოთხი პარტიის წარმომადგენლებმა ეკონომიკური აღორძინების სურათი უკვე არაერთხელ წარმოგვიდგინეს, თუმცა პანდემიასთან გამკლავების სტრატეგია გამონაკლისების გარდა კონკრეტულად არავის დაუსახავს. 

 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი  საუბრობს არჩევნების შემდეგ ეკონომიკურ გეგმებზე და რეფორმირების აუცილებლობაზე, თუმცა 5 პუნქტიან გეგმაში, რაც მან „კომერსანტთან“ მიმოიხილა მეორე პუნქტი ეთმობა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართვას და მიიჩნევს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის მობილიზებით შესაძლებელია ორ თვეში პანდემია ისეთ საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.


„წლის ბოლომდე, სრულად  გამართული იქნება პირველადი  ჯანდაცვის რგოლი. საჭიროა ჯანდაცვის სისტემის სრული მობილიზება,  პირველადი ჯანდაცვა ფაქტობრივად სრულიად ჩამონგრეულია და დღეს ექიმები ხდებიან ინფიცირებულები და პირიქით დაავადების გამავრცელებელები.


ორ თვეში ამის გაკეთება რეალურად შეიძლება, რომ პანდემია ჯანდაცვის მომსახურეობის მიმართულებით გავხადოთ უსაფრთხო და პარალელურ რეჟიმში  განვახორციელოთ  სოციალური რეფორმები, რომ ადამიანებმა , განსაკუთრებით მათ  ვინც  სამსახურები დაკარგეს არ შეექმნათ  პრობლემები და სიღატაკეში არ  ჩავარდნენ.


რეალურად ჩვენ ის  დრო  რაც  კარანტინში გავატარეთ, ეკონომიკა გაჩერდა. ამიტომ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, თანხების გამოთავისუფლება და  ბიზნესზე და ხალხზე ამ თანხების რეალური მორგებაა.


ასევე ვაპირებთ, რომ საგადასახადო მიმართულებით დავიწყოთ ბიზნესის მნიშვნელოვანი სტიმულირება.  ვგულისხმობ საგადასახადო ამინისტიებს. პირველივე წელს ვგეგმავთ საშემოსავლო მოგების გადასახადის შემცირებას ხუთი პროცენტით,“ - ამბობს ირაკლი ყიფიანი.

 

პოლიტიკურ მოძრაობა „ლელოში“ მიიჩნევენ, რომ ეპიდემიასთან გამკლავების გზებს პარტია პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის კომიტეტთან, ექიმებთან, სხვა პარტიებთან და უცხოელ კონსულტანტებთან ერთად, მოძებნის. „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ქართული ოცნების ერთპარტიული საკოორდინაციო საბჭოს არაეფექტურობაზე ბევრს საუბრობს, თუმცა რას გააკეთებს თავად „ლელო“ Covid 19 ის დასამარცხებლად, საამისოდ კონკრეტული ნაბიჯები მოგვიანებით ჩამოყალიბდება.



ახლავე ვთავაზობ და  შევთავაზებ პარლამენტის თავჯდომარეს და ჯანდაცვის კომიტეტის  თავჯდომარეს, გაიმართოს  სპეციალური გაფართოებული შეხვედრა პარლამენტში საჯაროდ, შეიკრიბოს   ყველა  ვინც უნდა იყოს  ჩართული ამ საკითხის გადაწყვეტაში, იქ ვიმსჯელოთ და ერთად შევჯერდებით.  არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ დღის  წესრიგი,  ეს ყველას გვეხება. რეკომედაცია არის ბევრი, მაგრამ ეს  რეკომენდაცია  ცხოვრებში, რომ  გატარდეს პირველ რიგში საჭიროა  ასეთი  ტიპის  საერთო  შეხვედრა.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცის მართვაზე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა გვაქვს და ბევრჯერ გვითქვამს კიდეც მთავრობისთვის რა არის გასაკეთებელი, მაგრამ ფაქტია, რომ არ გვისმენენ.

ისინი კი არ მართავენ სიტუაციას, მათი ყველა გადაწყვეტილება რეალურად დღეს მათ პოლიტიკურ და კორუფციულ ინტერესს არის  დაქვემდებარებული, ეს არის ყველაზე მთავარი.

საზოგადოებას ხელისუფლების ნდობა აღარ აქვს, რადგან ხედავს, რომ დღეში ხუთი შემთხვევის დროს, მთავრობა ამბობდა „კუბოებს დავდგამთო“ და ლოქდაუნი გამოაცხადეს. დღეს კი 1200 შემთხვევის დროს, აღარ სჯერათ, რომ საერთოდ Covid 19 არსებობს.

ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა სთხოვოს, რომ ვისაც შესაძლებლობა აქვს , გადაანაწილოს  თავისი ოჯახის  რისკის  შემცველი წევრები, წავიდნენ რეგიონში ან ცალკე სახლში, ვისაც შესაძლებლობა აქვს,- განმარტავს ლევან კობერიძე.


„გირჩი“ ზოგადად პოლიტიკურ გეგმებს არ წერს. პარტიის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია იმდენად ბუნდოვანია ქვეყანაში, რომ ჯერ ამ ყველაფერში გარკვევაა საჭირო. თუმცა საუბრობს ეკონომიკურ სტიმულებზე და საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე.


„პირველ რიგში, ჩვენ გეგმებს კონკრეტულად არ ვწერთ. ძალიან რთულია განვასხვავოთ მთავრობის ქცევა არჩევნების წინ და უშუალოდ  კორონავირუსის მიმართჩვენ დღემდე არ ვიცით ზუსტად და არ გვაქვს ჩატარებული კვლევა, ქვეყნის მასშტაბით რამდენ ადამიანს ჰქონდა ეს გადატანილი, რამდენი არის ინფიცირებული. ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, უბრალოდ არაფრის მთქმელია - 6-ჯერ მეტ ტესტებს ატარებენ  ოქტომბერში, ვიდრე აგვისტოში


ამ შემთხვევაში უნდა გავიგოთ  საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ამ მომენტში ამის  გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ რაღაც კონკრეტული გეგმების წერა უბრალოდ აზრს მოკლებული გამოვა.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სტიმულები შევქმნათ , არ გავღარიბდეთ და არ დაიქცეს ეს  ქვეყანამაქსიმალურად დავწიოთ გადასახადებიმოვხსნათ რეგულაციები, საზღვრები უნდა გაიხსნას, რადგან უბრალოდ  აბსურდთან გვაქვს  საქმე.


ჩვენ ერთერთი  ყველაზე ცუდი შედეგები გვაქვს ახლა მსოფლიოში. რატომ არ უნდა გავუხსნათ საზღვრები გერმანიას, რატომ  არ უნდა გავუხსნათ საზღვრები იტალიას და  საერთოდ  რატომ არ უნდა შემოვიყვანოთ ეს ხალხი, რომელმაც შეიძლება ოდნავი ფული მაინც მისცეს  ქვეყანას,“ - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.


ერთადერთი პარტია, რომელმაც მათივე თქმით, ჯერ კიდევ მარტში წარმოადგინა covid 19-თან გამკლავების პირველი გეგმა, ეს სტრატეგია აღმაშენებელიამოძრაობის ერთერთი ლიდერი და ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ პირველი ნაბიჯები, რაც პარლამენტში მოსვლიდან პირველი 30 დღის განმავლობაში გადაიდგმება, სწორედ პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება - 20 000 ტესტი დღეში, სადიაგნოსტიკო პუნქტების შექმნა ქვეყანაში, სამედიცინო პერსონალის გადამზადება და საწოლფონდის შექმნა.


ეს იყო დიაგნოსტიკატესტირება, კომპონენტის გაშლა მთელ ქვეყანაში, რაც დღესაც აქტუალურია. ცოტა ხნის წინ, გამოვაქვეყნეთ პირველი 30 დღის გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში. ერთერთი არის ტესტირების ქსელის გაშლა საქართველოში. კონკრეტული წერტილები გვაქვს, თუ სად უნდა იყოს ეს დიაგნოსტიკური პუნქტები ქვეყანაში. მხოლოდ თბილისში 50 წერტილზე მეტი სადიაგნოსტიკო პუნქტი გვაქვს. მინიმუმ, დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას ვაპირებთ და საბოლოო ჯამში ვიფიქრებთ მოსახლეობის ტესტირების  პროგრამაზე.


შემდეგი საზრუნავი საწოლფონდი იქნება, სამედიცინო პერსონალის მობილიზაცია და გადამზადება, რისთვისაც აქტიური კომუნიკაცია შედგება. აუცილებელია, რომ რეგიონების მიხედვით, ყველგან იყოს საწოლფონდი გამოყოფილი და არ იყოს საწოლების და პერსონალის დეფიციტი.


კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირველი 6 თვე, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო  ღრმა კრიზისში შევალთ და  გაზაფხულამდე  სავარაუდოდ  ყველაზე მძიმე პერიოდი იქნება,“ - განმარტავს სერგო ჩიხლაძე.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up