ევროკავშირი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს, „ხალხის ძალას“ და უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევას ეხმაურება.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით.
„მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.