საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე არ უპასუხა კითხვას, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა პასუხს გასცემს ამ დროისთვის არსებულ მთავარ შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხება. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა რომ შეკითხვას პასუხი თავის დროზე გაეცემა.
„მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.