მთავრობის სხდომაზე  „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის

მთავრობის სხდომაზე „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის" 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

access_time2023-02-15 17:00:02

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 11 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე დაამტკიცეს „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის" 2023 წლის სამოქმედო გეგმა.


„სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. გეგმა მოიცავს მიმდინარე წელს მთავრობის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებს სტრატეგიით განსაზღვრული 4 პრიორიტეტული მიმართულებით შემუშავებული ამოცანების შესასრულებლად და მიზნების მისაღწევად.

 

 

მთავრობის 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ორ ეტაპად განახორციელებს. პირველ ეტაპზე, გაანალიზდება 6-თვიან საანგარიშო პერიოდში არსებული პროგრესი, რომლის მიზანია სამოქმედო გეგმის შესაბამისად აქტივობების განხორციელების შესახებ უახლესი ინფორმაციის წარმოდგენა. ხოლო მიმდინარე წლის დასრულების შემდეგ, შემუშავდება მონიტორინგის წლიური ანგარიში, რომელიც აღწერს სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს მთელი წლის განმავლობაში. წლიური ანგარიშები გამოქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 


 

„ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია" ეროვნული დონის პოლიტიკის დოკუმენტია. დოკუმენტი 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ხედვის ძირითად ელემენტებს აყალიბებს და მოიცავს განვითარების ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას. სტრატეგიის განხორციელების პროგრესის გასაზომად და შესაფასებლად დოკუმენტს თან ერთვის ლოგიკური ჩარჩო, შესაბამისი თვისებრივი და რაოდენობრივი ინდიკატორებით.

 

 

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ასევე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2023-2026 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით მომზადდა.

 

 

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაიწყო და ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს ითვალისწინებს, როგორებიცაა: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, საჯარო სამსახური, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

 

 

სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ხელშეწყობას, საჯარო სამსახურის გაძლიერებას, მთავრობის ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების გამარტივებას.

 

 

საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტისა (OECD/SIGMA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up