მთვარე, მარსი და ასტეროიდები — როგორია 2022 წლის მთავარი კოსმოსური მიზნები

მთვარე, მარსი და ასტეროიდები — როგორია 2022 წლის მთავარი კოსმოსური მიზნები

access_time2022-01-09 13:30:08

ამჟამინდელი პროგნოზების მიხედვით, მომავალი წელი კოსმოსის ათვისების თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო იქნება. მეცნიერები მნიშვნელოვანი მისიების განხორციელებას გეგმავენ მთვარეზე, მარსსა და ასტეროიდებზე. რომ აღარაფერი ვთქვათ ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე, რომელიც უამრავ სიახლეს გვპირდება. 


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? – მომავალი მისიებიდან დედამიწაზე გამოგზავნილი მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება, აქამდე უცნობი საკითხები გააანალიზონ. ეს მოიცავს როგორც მზის სისტემას, ისე მის მიღმა არსებულ ობიექტებს. 


რა ხდება? – კოსმოსური სააგენტოები, როგორიცაა NASA, ევროპის კოსმოსური სააგენტო და იაპონიის კოსმოსური სააგენტო JAXA — მიზნად ისახავს ზონდების გაგზავნას მზის სისტემის სხვადასხვა სამიზნეებზე ამ წელს.


მარსი: ევროპის კოსმოსური სააგენტო და რუსეთი სექტემბერში წითელი პლანეტის ზედაპირზე მათი ერთობლივი დესანტისა და როვერის ExoMars-ის გაგზავნას გეგმავენ. იგი მარსის ზედაპირზე NASA-ს Perseverance-სა და Curiosity-ის შეუერთდება. 


ასტეროიდები: NASA-ს Psyche მისია 2022 წლის აგვისტოში გაეშვება. საუბარია მეტალის ასტეროიდის შესწავლაზე, რომელიც, შესაძლოა, ოდესღაც დიდი ხნის მკვდარი პლანეტის ბირთვის ნაწილი იყო. 

ასევე, NASA-ს DART-ის მისია, მომავალ წელს მიაღწევს თავის ასტეროიდულ სამიზნეს. ეს უკანასკნელი ასტეროიდების კიდევ ერთხელ შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში, მათი თავიდან აცილების პერსპექტივებს ემსახურება. 


მთვარე: NASA მთვარის ათვისების მიზნით თავისი მეგა-რაკეტის Space Launch System-ის პირველ ფრენას 2022 წელს განახორციელებს. რაკეტა პატარა თანამგზავრებს წაიღებს, რომლებიც მთვარის გარემოში წყალს გამოიკვლევს. სხვა ქვეყნები: იაპონია, რუსეთი და ინდოეთი, ასევე აპირებენ მომავალ წელს მთვარეზე მისიების გაგზავნას.


ჯეიმს ვების ტელესკოპი: და რაც მთავარია, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი 2022 წელს ამოქმედდება. ვები 100-ჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ის ორბიტაზე განთავსდება, დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით. ტელესკოპის შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო. ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ეს ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს.


ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს მეცნიერები დედამიწის პოტენციური ტყუპი პლანეტების აღმოჩენას ცდილობდნენ… სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ როგორც მეცნიერები პროგნოზირებენ, 2022-ში ძირითადი ყურადღება სწორედ ამ საკითხისკენ უნდა მიიმართოს. შესაბამისად, მკვლევრები და სააგენტოები, როგორიცაა NASA, გააგრძელებენ მსგავს ძიებებს.



რაც შეეხება, 2021 წლის შედეგებს, გასული 12 თვე საკმაოდ დატვირთული იყო სამეცნიერო აღმოჩენების თვალსაზრისით. 

2021 წლის განმავლობაში ბევრი სამეცნიერო მიღწევა ვიხილეთ. რამდენიმე მათგანი კი გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სტატიაში სწორედ ამ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ და თუ აქამდე მათ შესახებ არ გსმენიათ, შეგიძლიათ, წლის საბოლოო და შემაჯამებელ აღმოჩენებად ჩათვალოთ.

1. კოსმოსური სადგურის დეტექტორებმა ელვის უცნაური “ლურჯი რეაქტიული” წყარო აღმოაჩინა

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა ინსტრუმენტებმა უცნაური ელვისებური წყარო დააფიქსირა. ეს უჩვეულო ელვა “ლურჯი აფეთქებითაა” გამოწვეული, კაშკაშა ლურჯი შუქის ციმციმით. იგი, შესაძლოა, ჭექა-ქუხილის შიგნით საპირისპირო დამუხტული უბნების ტურბულენტური შერევით იყოს წარმოქმნილი.

2. აღმოაჩინეს კვაზიკრისტალი, რომელიც პირველი ატომური ბომბის გამოცდის დროს წარმოიქმნა 

1945 წელს, ატომური ბომბის გამოცდის დროს, 30 მეტრამდე სიმაღლის კოშკი და სპილენძის გადამცემი ხაზები გაერთიანდა და ერთი შუშისმაგავარი ნივთიერება, ტრინიტიტი წარმოიქმნა. ტრინიტიტის შიგნით მეცნიერებმა აღმოაჩინეს იშვიათი ფორმის მატერია, რომელსაც კვაზიკრისტალი ეწოდება. ბუნებაში არსებული ჩვეულებრივი კრისტალებისგან განსხვავებით, სადაც ატომების განლაგების ნიმუში სამივე განზომილებაში მეორდება, კვაზიკრისტალებში ატომები გარკვეული პერიოდულობის მქონე ნიმუშებად არ განლაგდება.

3. ფილიპინების ძირძველ მოსახლეობას ყველაზე მეტი დენისოველი ადამიანის დნმ აქვს

როგორც აღმოჩნდა, ფილიპინებში მცხოვრებ აიტა მაგბუკონის ხალხს 5% უძველესი ჰომინიდების დნმ აქვს. მეცნიერების ვარაუდის თანახმად, დენისოველი ადამიანების რამდენიმე პოპულაციამ დამოუკიდებლად მიაღწია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას და ჰომო საპიენსის ჯგუფებთან შეჯვარდა.

4. ასტრონომებმა დაინახეს, როგორ გადაყლაპა ვარსკვლავმა შავი ხვრელი და აფეთქდა

ასტრონომებმა იშვიათი ორმაგი კოსმოსური კანიბალიზმი შეამჩნიეს. ვარსკვლავმა “გადაყლაპა” შავი ხვრელი, რომელმაც შემდეგ ეს ვარსკვლავი შიგნიგან შთანთქა. ამას კი საოცარი აფეთქება მოჰყვა.

5. ბაყაყის კანის უჯრედები ცოცხალ მანქანებად იქცა

ბაყაყის ემბრიონიდან აღებული კანის ღეროვანი უჯრედების მეშვეობით, მეცნიერებმა სინთეზური ორგანიზმები შექმნეს, რომლებსაც თვითგამრავლების უნარი აქვთ. ამ პაწაწინა მილიმეტრიან ბიოლოგიურ მანქანები, ცნობილი როგორც “ქსენობოტები”, გამრავლების უნარით გამოირჩევა — ეს კი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სინთეზურ ბიოლოგიაში.

6. ახალი წამლები, რომლებიც თავის ტვინში ქიმიურ ნივთიერებებს ბლოკავს

მედიკამენტების კლასი, რომელიც კალციტონინის გენთან დაკავშირებულ პეპტიდს თრგუნავს, ზოგიერთ პაციენტს ქრონიკული შაკიკის დაძლევაში ეხმარება.

7. აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ დინამიკური და უცნაური კოსმოსი აღმოაჩინა

ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია საფუძვლად დაედო კოსმოსის აღქმას. ბოლო 100 წლის განმავლობაში მეცნიერებმა დაადასტურეს მისი ყველაზე რადიკალური პროგნოზები, მათ შორის შავი ხვრელები, გრავიტაციული ტალღები და გაფართოებული სამყარო.

8. ქიმიკოსები ხელახლა ფიქრობენ გადამუშავების ტექნოლოგიებზე

პლასტმასის დახარისხებისა და გადამუშავებისადმი არსებული ვალდებულებების მიუხედავად, მათი უმეტესობა მაინც ნაგავსაყრელებზე ხვდება. ამის მიზეზს კი ის წარმოადგენს, რომ ამ მასალების ახალ, სასარგებლო პროდუქტებად გარდაქმნა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნავს ზოგიერთი ქიმიკოსი.

9. ფსიქოლოგია ერთი საუკუნის მანძილზე იბრძოდა გონების გასაცნობიერებლად

ბოლო 100 წლის განმავლობაში ფსიქოლოგები და სოციოლოგები ადამიანის აზროვნებისა თუ ქცევის შესახებ ატარებდნენ კვლევებს. დიდხნიანი შესწავლის შედეგად კი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმის აღქმა, თუ რა ამოძრავებს ადამიანებს.

10. ნამარხები და უძველესი დნმ ადამიანის წარმოშობის ნათელ სურათს ასახავს 

გასული საუკუნის ანთროპოლოგიამ გამოკვეთა ვადები, თუ როდის და როგორ გაჩნდნენ ადამიანები. ამ ეტაპზე მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანის ევოლუციის ფესვები აფრიკაშია, მაგრამ ჩვენი ისტორიის მრავალი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოსახსნელია.


წყარო: marketer.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up