ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე (MWC) ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის მოადგილე რენატე ნიკოლაისთან
საქართველოს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთება და ComCom-ის ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების ორგანოში (BEREC) გაერთიანება განიხილა.
ორმხრივი შეხვედრები გაიმართა BEREC-ის თავმჯდომარესთან და ირლანდიისა და საფრანგეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან, სადაც საუბრის მთავარი თემები საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება იყო.
MWC ტელეკომუნიკაციების სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც წელს 88 000-ზე მეტი სტუმარი და მონაწილე ჰყავდა. 2023 წლის ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა მე-5 და და მე-6 თაობის მობილური ტექნოლოგიების (5G, 6G) განვითარება, ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიების როლი მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისა და პრაქტიკასთან დაახლოების პროცესისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და მარეგულირებელი ქსელების გამოცდილებების გაზიარება კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.