„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან - კახა ოქრიაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან - კახა ოქრიაშვილი

access_time2022-11-07 16:35:55

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დღეს პოლიტიკურ სივრცეში ითვლება, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ძალა, „ქართული ოცნება“ და ყველა დანარჩენი პარტია ოპოზიციურია.


„სინამდვილეში, ეს ასე არ არის. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციურია, მაგრამ რეალურად, ყოველდღიური საპარლამენტო და არასაპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი „ოცნების“ მოკავშირეები არიან.


არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ან პიროვნულად შევეხო, მაგრამ ელისაშვილის „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“ და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული რამდენიმე ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოკავშირეები არიან. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი ამბობს, ოპოზიციონერები ვართო - თუ მმართველი პარტიის მოკავშირე ხარ, მაშინ როგორ ხარ ოპოზიციონერი?!


მომავალ არჩევნებში, ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მთავარი ამოცანაა, არ მოტყუვდეს და ხმა იმ პარტიებს არ მისცეს, ვინც რეალურად ოპოზიციური ხმებით მოპოვებულ მანდატებს „ქართული ოცნების“ კალათაში მიიტანენ!


რა უნდა გაკეთდეს: თითოეულმა პარტიამ და პოლიტიკოსმა საჯაროდ უნდა განაცხადოს, თუ გნებავთ, დაიფიცოს, რომ არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ კოალიციურ მთავრობას, რადგან მომავალი მთავრობა ყველა ვარიანტში კოალიციური იქნება!



ეს ყველამ უნდა დააფიქსიროს, რადგან ისე არ აღმოჩნდეს, როგორც წარსულში - როცა „გირჩმა“ მოიპოვა ოთხი მანდატი, უცებ, ორ პარტიად გაიყო და ნაწილი „ოცნების“ მოკავშირე გახდა, ხოლო „გირჩი - მეტი თავისუფლება“ პარლამენტსგარეთ დარჩა. რა გარანტია გვაქვს, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ისევ 4 მანდატს არ აიღებს, მაგრამ ზურა ჯაფარიძე ისევ გარეთ არ დარჩება?! ან რა გარანტია გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ისევ არ მოხვდებიან ადამიანები, ვინც დატოვებენ პარტიას და კვლავ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში აღმოჩნდებიან?!


რადგან არ გვაქვს გარანტია, მთავარი ამოცანაა, რომ ამ საკითხებს ამომრჩეველმაც და პოლიტიკურმა სპექტრმაც ყურადღება მიაქციოს!


ყველა პარტიამ და პოლიტიკოსმა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს, ითანამშრომლებს თუ არა მომავალში „ქართულ ოცნებასთან“, მის მიერ მოპოვებული მანდატების დამატებით, თუ შექმნის კოალიციას ახალ პროდასავლურ მთავრობასთან. თუმცა აქვე, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს და გააკეთოს ანალიზი - დაუჯერებს თუ არა კონკრეტულ პარტიებს და პერსონებს.


მიმაჩნია, რომ ყველა პარტია, მით უმეტეს, მსხვილი, უნდა ეცადოს და დამოუკიდებლად მოიპოვოს საპარლამენტო მანდატები. ეს განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან და ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან, ან ვითომ დამოუკიდებლები გახდებიან.


მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე კიდევ ბევრი დროა, ჩემი ვარაუდით, 5 %-იან ბარიერს გადალახავს ორი დიდი პარტია, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო“ და გადალახვის შანსი, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე, აქვთ „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს, ხოშტარიას „დროა“-ს და ვაშაძის „სტრატეგია“-ს“, აღნიშნულია კახა ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


(NS)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up