აშშ-ს მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე პირველ კომენტარს აკეთებს. მას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ესაუბრა.
„უჰ, არა უშავს, ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება. თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ. ძალიან ცუდი იქნება პირადად ჩემთვის, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. მაგრამ ნამდვილად არ ჩამიდენია ისეთი არაფერი, რომ დასანქცირება მეკუთვნოდეს...
უსამართლობაა, მაგრამ რომ ვთქვა, მუხლები ამიკანკალდა და რამე... არც ანგარიშები არ მაქვს არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი არ დამირღვევია. თუ ახლა აშშ-ში ან ევროკავშირში არ შემიშვებენ, არც ბაბუაჩემს არ უვლია. უცხოვრია ადამიანურად და კაცურად და გადაუტანია, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.