ახალი პროდუქტი -  Wi-Fi-ზე მომუშავე ტოსტერი

ახალი პროდუქტი - Wi-Fi-ზე მომუშავე ტოსტერი

access_time2022-08-27 20:30:00

ალბათ ყველას გსმენიათ კომპანია Tineco-ს” შესახებ, რომელიც დიდი ხანია უკვე მტვერსასრუტებისა და თმის საშრობების გამოშვებით არის დაკავებული. კომპანიის შემდეგი პროდუქტი 399 დოლარიანი ტოსტერია, რომელიც ტოსტის მომზადებას Wi-Fi-ს მეშვეობით ახერხებს. ეს ახალი პროდუქტი გვაფიქრებს, დარჩა თუ არა რამე ჩვენს სახლებში, რაც დაცულია” ინტერნეტის ტალღისგან. 

 

Tineco-ს” ტოსტერს გაყიდვაში სექტემბრიდან ვიხილავთ. იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდებიან ამ იდეით იდეალური ტოსტის” ბიზნეს სამყაროში”შემოჭრას”, კომპანიამ თავის ტექნოლოგიის ნაწილის სავაჭრო ნიშანიც კი დაასახელა. (IntellHeat™ USPTO 97453909, ვიცი, ძალიან გაინტერესებდათ.)

 

აუცილებელი არ არის ტოსტის ორივე ნაჭერი ერთნაირი იყოს,IntelliHeat™-ის ტექნოლოგის საშუალებას იძლევა თითოეული ტოსტი ინდივიდუალურად მოარგოთ მის მხარეს და ამით ორ ადამიანს შეეძლება მოამზადოს თავისთვის იდეალური ტოსტი” წერს კომპანია და 0.22$-იანი პრობლემის მოსაგვარებლად 340$-იან გამოსავალს გვთავაზობს. ახალი ტოსტერის ტექნოლოგიას შეუძლია ასევე ტოსტის გაკეთების ათამდე ვერსია დაიმახსოვროს, ასე რომ, მთელ ოჯახს შეეძლება თავისი სასურველი სახის ტოსტი მიირთვას მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერით” განაცხადა Tineco-მ”

 

მსოფლიოში, სადაც 35$-ად შესაძლებელია ორ ნაჭრიანი ტოსტერის ყიდვა, რომელსაც 7000-ზე მეტი მომხმარებლის შეფასება და ამაზონზე საშუალოდ 4,5 ვარსკვლავი აქვს, ბადებს კითხვას: რატომ? მართალია, ამ 35$-იან ტოსტერს არ შეუძლია ათი ადამიანის ტოსტის პრეფერენციის დამახსოვრება, თუმცა ამის სხვა მეთოდებიც არსებობს.  


ჩემი პრობლემა აპლიკაციით მომუშავე სამზარეულოს მოწყობილობებთან არის ის, რომ ისინი ქმნიან ზედმეტ სირთულეს, რომელიც ადამიანთა უმეტესობისთვის სულაც არ არის საჭირო. ყავის აპარატი, რომელიც აადუღებს ფინჯან ყავას სანამ თქვენ ლოგინიდან გადმოცოცდებით? კი ბატონო. მაგრამ ტოსტი? მე მეგობრები მყავს, რომლებსაც უკვე 15 წელია ერთი და იგივე ტოსტერი აქვთ, და თუ იგი როდისმე გაფუჭდება, ისინი ალბათ ისევ იმავე ტოსტერს იყიდიან და ეს ლოგიკურია, რადგან ეს ხომ უბრალოდ ტოსტერია. 


 

მე თქვენთვის ორი კითხვა მაქვს:

 

1.არსებობს თუ არა რაიმე მოწყობილობა თქვენს Wi-Fi ქსელში, რომელიც 15 წლის არის

 

2. ელოდებით თუ არა, რომ ამ მოწყობილობებიდან რომელიმე 15 წლის შემდეგაც იარსებებს?

  

მზად ვარ გამოვიცნო, რომ უმეტესი თქვენგანისთვის, ორივე კითხვაზე პასუხი იყო არა”. ამის ახსნა კი მარტივია, საქმე იმაშია, რომ ელექტრომოწყობილობების უმეტესობა (განსაკუთრებით კი ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ბევრ სითბოს გამოყოფს) უბრალოდ არ არის შექმნილი იმისათვის, რომ დიდ ხანს გაძლოს. 

 

საბოლოოდ, ჩვენ ვყიდულობთ ისეთ მოწყობილობებს, რომლებიც იმაზე ჭკვიანები” არიან, ვიდრე ეს საჭიროა, ეს კი მათი სრულფასოვანი მუშაობის ხანგრძლივობას ამცირებს , რაც თავის მხრივ არა მხოლოდ ნაგავსაყრელზე უფრო მეტ ნაგავს ნიშნავს, არამედ უამრავი ტექნოლოგიის ნაგავს, რაც გადამუშავების პროცესს უფრო რთულს ხდის. 


წყარო: techcrunch.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up