ნათია მეზვრიშვილი - გუშინ ხელისუფლებამ პოლიცია ჩააყენა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში - თუ პოლიციამ დროულად არ აღკვეთა ძალადობა, უპირველესად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა

ნათია მეზვრიშვილი - გუშინ ხელისუფლებამ პოლიცია ჩააყენა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში - თუ პოლიციამ დროულად არ აღკვეთა ძალადობა, უპირველესად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა

access_time2021-07-07 12:20:00

გუშინ ხელისუფლებამ პოლიცია ჩააყენა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში - თუ პოლიციამ არ გამოიყენა სათანადო ძალა, არ იყო ეფექტიანი, დროულად არ აღკვეთა ძალადობა, უპირველესად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოვიდეს და კითხვებს გასცეს პასუხი,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.


როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას ხისტი გადაწყვეტილების მიღების არც გამბედაობა ეყო, არც უნარი და მთელი პასუხისმგებლობა ხალხზე გადაიტანა.


„ყველამ, პოლიტიკოსი იქნება თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, უნდა იცოდეს, რომ რიგით პოლიციელებზე პრეტენზიები არასწორი და არასამართლიანია. ყველა პრეტენზია, რომელიც პოლიციის მიმართ ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენების მართვასთან დაკავშირებით არსებობს, მიემართება უპირველესად პოლიციის ხელმძღვანელობას, მინისტრს და ხელისუფლებას.


წინა დღეებში ძალადობა ჯერ დაუშვეს, პრევენცია არ მოახდინეს, შემდეგ გუშინ გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს.


ხელისუფლებას ხისტი გადაწყვეტილების მიღების არც გამბედაობა ეყო, არც კვალიფიკაცია და უნარი და მთელი ეს პასუხისმგებლობა გადაიტანა ხალხზე. ეს არის რეალობა. როდესაც ადამიანებს გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ ეძლევათ, ეს კანონის დარღვევაა. თუ ხელისუფლებას უნდოდა, რომ ეს არ დაეშვა, შეეძლო კანონის დარღვევის პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო და შემდეგ პოლიტიკური ფასი დასავლელ პარტნიორებთან გადაეხადა. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა, ახლა დგას გულხელდაკრეფილი და უყურებს, როგორ ესხმიან მოქალაქეები ერთმანეთს თავს. ეს ხელისუფლება ვერ არის ამ დაპირისპირების განმმუხტავი”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.



კითხვაზე, რა განსხვავება იყო გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს აქციებზე მომხდარი დაპირისპირების დეესკალაციის მეთოდებსა და გუშინდელი ვითარების მართვას შორის, როგორც მეზვრიშვილი ამბობს, ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა და არც უნარი და ნაცვლად იმისა, რომ ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო, დაპირისპირება დაუშვა.


ამასთან, მეზვრიშვილის აზრით, გახარიას დროს ასეთი ვითარება 48 საათიც არ გაგრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში უკვე მოგვარებული იქნებოდა.


„გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა გამბედაობა და უნარი, რომ თუ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა, რაც არ უნდა ეს მოსაწონი ყოფილიყო, ან არ ყოფილიყო. ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა და არც უნარი და ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო და ეს გულწრფელად ეთქვა, ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო, კანონი დაერღვია - მაგრამ ეს არ არის კარგი, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონს ყველა უნდა ასრულებდეს, დაუშვა ის დაპირისპირება, რაც დაუშვა. ამის მოგვარების უნარი არ აქვს და ამ ტვირთს ხალხს კიდებს, თითქოს საზოგადოება ძალადობას ამართლებს და ეს არის საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა. ვერ ხვდება, რას აკეთებს, ეკლესიას კიდებს პასუხისმგებლობას, თითქოს ეკლესია ამართლებს. ვერ ხვდება, რამდენად დიდ ზიანს აყენებს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს, საზოგადოებას და ინსტიტუციებს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.


მისივე თქმით, „ხელისუფლება ჯერ უშვებს იმას, რომ დროშა ჩამოხიონ, ძალადობა მოხდეს, პოლიციის ღირსება შელახონ, ხალხის დასაცინი გახადონ და საზოგადოების აგრესია პოლიციაზე გადაიტანონ, მეორე დღეს კი, როცა ხედავენ, რომ ჩიხში არიან, გამოდიან, დროშას კიდებენ, ჟურნალისტებს გამალებით, ომახიანად იცავენ და ძალადობას გმობენ”.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up