ნათია თურნავა - ჩვენმა გუნდმა ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და ახალი ასპარეზი ნიჭიერ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი სამეწარმეო უნარები განავითარონ

ნათია თურნავა - ჩვენმა გუნდმა ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და ახალი ასპარეზი ნიჭიერ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი სამეწარმეო უნარები განავითარონ

access_time2021-09-14 15:00:00

სახელმწიფოს მხარდაჭერით, მათ შორის ჩვენი პროგრამებით, შიდა ქართლში 20-მდე სხვადასხვა მცირე და საშუალო საწარმო ამოქმედდა, 10-მდე მცირე სასტუმრო გაიხსნა, რომელიც მიუხედავად პანდემიისა, კვლავაც მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, ასევე ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე განაცხადა.


„ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მთელ საქართველოს, მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტს მოუტანა მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, ახალი ასპარეზი ნიჭიერ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი სამეწარმეო უნარები განავითარონ, კერძო საკუთრების პატივისცემა და ხელშეუხებლობა. ეს არის მთავარი ღირებულება და დანარჩენი, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ხალხს და თქვენს რეგიონს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისი თქმით, კასპის მუნიციპალიტეტი, მთლიანად შიდა ქართლი მდიდარია თავისი სამეწარმეო ინდუსტრიული ტრადიციებით. მისივე განცხადებით, გარდა ამისა, რეგიონში განვითარდა სხვა ტიპის წარმოება, მათ შორის ქაღალდის, ავეჯის, სხვადასხვა საშენი მასალის, პლასტმასის და ბევრი სხვა პროდუქციის წარმოება, რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს სიღარიბის დაძლევას, დამოუკიდებელ სტაბილურ შემოსავალს ოჯახებს და ახალ სამუშაო ადგილებს.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, რადგან ჩვენ მემკვიდრეობით გადმოცემულ ძალიან ბევრ პრობლემას ვებრძოდით და თან განვითარებას ვეხმარებოდით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მასშტაბური დაფინანსება გამოიყოფა ყველა რეგიონში მცირე წარმოებებისთვის.
„2,5 მლრდ ლარის დახმარება, თანადაფინანსება იქნება გამოყოფილი სხვადასხვა რეგიონისა და დარგისთვის, რომელიც აძლიერებს ქართულ წარმოებას, ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული დარგებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.




ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up