ნათია თურნავა - ძირითად აქცენტს მივმართავთ მცირე საწარმოების განვითარებაზე, რომლებიც უვნებელია გარემოსთვის და ამავდროულად მეტი შემოსავალი და სიკეთე მოაქვს ოჯახებისთვის

ნათია თურნავა - ძირითად აქცენტს მივმართავთ მცირე საწარმოების განვითარებაზე, რომლებიც უვნებელია გარემოსთვის და ამავდროულად მეტი შემოსავალი და სიკეთე მოაქვს ოჯახებისთვის

access_time2021-09-14 16:50:00

ძირითად აქცენტს მივმართავთ მცირე საწარმოების განვითარებაზე, რომლებიც უვნებელია გარემოსთვის და ამავდროულად მეტი შემოსავალი და სიკეთე მოაქვს ოჯახებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე განაცხადა.


მისი თქმით, ეს არის ყველაზე მარტივი გზა, თუ როგორ გარდაიქმნას ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს ორნიშნა იქნება, თითოეული ოჯახის კეთილდღეობაში.


„ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რადგან ადამიანებისთვის ცხოვრება იყოს კომფორტული და მეტი საშუალება შეიქმნას მცირე საოჯახო სასტუმროების, მცირე საწარმოების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ასევე ისაუბრა კასპის მუნიციპალიტეტში არსებულ მსხვილ წარმოებებზე, მათ შორის ჰაიდელბერგცემენტზე, რომელიც 400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსხვილი წარმოება ეკოლოგიურად უსაფრთხო იყოს.


„აქედან გამომდინარე იცით, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, კერძოდ სოფლის მეურნეობისა და ლევან დავითაშვილის აქტიური ჩართულობით, ინვესტორმა საკუთარი ნებით, ჩვენთან თანამშრომლობით გადააიარაღა წარმოება და დღეს გარემოში გაფრქვევის მაჩვენებელი პრინციპში ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურების რისკი მინიმუმადეა დაყვანილი. თუმცა, ვიცით, რომ არსებობს ხმაურის პრობლემაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემაც იყოს მოხსნილი და უახლოესი ტექნოლოგიები იყოს დანერგილი. ინვესტორთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და ჩვენი კონტროლის ქვეშ ამ გადაიარაღებასაც განახორციელებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up