NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ხავიერ კოლომინა Twitter-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„NATO შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც თბილისში პირველი მოსმენით მიიღეს. საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტისთვის, საკვანძოა ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიზანს არ ეხმარება“, - აცხადებს ხავიერ კოლომინა.