NDI - საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე ეროვნული დონის საკითხები დომინირებდა, რამაც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები გადაფარა

NDI - საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე ეროვნული დონის საკითხები დომინირებდა, რამაც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები გადაფარა

access_time2021-12-15 16:00:00

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, საარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გარემოს, ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა“  – ამის შესახებ NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს.



„2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის კონტექსტში გაიმართა. ბევრი ამ პროცესს პარტიების დემოკრატიული ორიენტაციის ლაკმუსის ტესტად განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, მოქალაქეები ადგილობრივ საჭიროებებსა და მმართველობაზე ფოკუსირდებიან, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის მმართველი პარტიის მიერხმების 43 პროცენტზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების პერსპექტივამ, პოლიტიკური ფსონები ყველა მხარისთვის გაზარდა. უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა.



საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა. საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიის წევრებმა და ადგილობრივმა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აჩვენეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, უზრუნველყონ საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული პროგრესი. ასევე აღსანიშნავია გარკვეული გაუმჯობესება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის მიმართულებით, როგორიცაა, მაგალითად, ცესკოს სხდომებისა და პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების შესარჩევი გასაუბრებების ონლაინ გაშუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე არსებული მონაცემების უფრო ხელმისაწვდომ ფორმატში გამოქვეყნება. თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ისევე როგორც წინა წლებში, პარტიული რესურსების დისბალანსმა, კამპანიების დაფინანსების არასაკმარის ზედამხედველობასთან და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებულუპირატესობებთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარპოლიტიკურ ველს.




გაფართოებული პოლიტიკური წარმომადგენლობის, გაზრდილი გამჭვირვალობისა და საჩივრების წარდგენის პროცესის გაუმჯობესების მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების პოლიტიკური ნეიტრალიტეტში კვლავ ეჭვი შეაქვთ. პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავდა. მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავრცელებულმა თავდასხმებმა არჩევნების პირველი და მეორე ტურის დღეებში და მათი თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის მცდელობამ მთლიან პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. . გამოწვევად რჩება ქალებისა და უმცირესობების, ისევე როგორც სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა. მიუხედავად სავალდებულო გენდერული კვოტების ხარჯზე პროპორციულ სიებში ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობისა, მაჟორიტარული სისტემით წარდგენილი ქალი კანდიდატებისა და არჩეული ქალების რაოდენობა მცირე იყო: 2021 წელს არჩეული მაჟორიტარი ქალების რაოდენობა (37 ქალი) 2014 წელს არჩეული ქალებისრაოდენობაზე 0.4 პროცენტით ნაკლებია. არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდგომ პოლიტიკური აქტორების გარკვეული ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ამცირებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა არჩევნებს შორის პერიოდში თავიანთი პასუხისმგებლობა შეასრულონ და ამომრჩეველთა ინტერესები გაატარონ. საჯარო თანამდებობის პირებს ინკლუზიური და პლურალისტური პრინციპებით მოქმედების ვალდებულება ეკისრებათ. ეს ანგარიშვალდებული მმართველობისთვის აუცილებელი ნაწილია, რაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.



საჭიროა კეთილსინდისიერი ძალისხმევის გამოჩენა, პოლიტიკური განხეთქილების გადალახვა და შიდა პოლიტიკური რეფლექსია, რათა მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა იქნას უზრუნველყოფილი. რეკომენდაციები საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით, NDI ქართულ მხარეებს შემდგომ რეკომენდაციებს სთავაზობს და ასევე მათ განხორციელებაში მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს: - მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, პარტიებმა პოლიტიკური განხეთქილებების გადასალახად, საზოგადოების წინაშე თავიანთი პასუხისმგებლობის შესასრულებლად და ამომრჩეველთა ინტერესების გასატარებლად კეთილსინდისიერი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ. - უნდა შეიქმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები იმისთვის, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა არჩევნების პერიოდში მიუკერძოებლობა გამოიჩინონ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღკვეთონ. ხოლო სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ამომრჩევლისა და კანდიდატის დაშინებისა და შევიწროების სავარაუდო ფაქტები. - კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა დაზედამხედველობის გასაზრდელად, სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელი უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების წესების ყველა შესაძლო დარღვევის, მათ შორის პოტენციური უკანონო შემოსავლების, არადეკლარირებული ხარჯებისა და მესამე მხარის ხარჯების, სისტემატურად გადამოწმებაზე.



ფინანსური ანგარიშგების ანალიზი დროულად უნდა ჩატარდეს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. - ამომრჩევლის ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფის მიზნით, არჩევნების პერიოდში მედია რეგულაციები და პრაქტიკა უნდა გადაიხედოს, რათა გადაიჭრას გამოვლენილი პრობლემები, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა ჟურნალისტებზე ძალადობა, მედიის მიერ არჩევნების გაშუქება, საარჩევნო სუბიექტების წვდომა მედიაზე და კანდიდატთა დებატები. - პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებს შორის პერიოდში მოქალაქეები აქტიურად უნდა ჩართონ. პარტიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ინკლუზიური კამპანიების გზით მათი პლატფორმები და პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროებებს ასახავდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური პროგრამები და პლატფორმები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ უნდა განავითარონ. ამასთან, მათ ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარების მკაფიო გზები უნდა შესთავაზონ. - ადრე გაცემული რეკომენდაციის მსგავსად, NDI მიიჩნევს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ პატივი უნდა სცეს ადგილობრივი დამკვირვებლების ჭეშმარიტი და მიუკერძოებელი დაკვირვების მიზანს. სამოქალაქო სექტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თავისი როლის შესრულება, თუ იგი არჩევნების შემდგომი პერიოდისა და მომავალი საარჩევნო ციკლების განმავლობაში ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან არასათანადო გავლენისა და ზეწოლისგან თავისუფალი დარჩება. თავის მხრივ, ყველა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ თავისი საქმიანობა იმგვარად უნდა განაგრძონ, რომ ის დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე და პოლიტიკურად მიუკერძოებელ ანალიზზე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მაღალ ჩართულობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე. ასეთი მიდგომა საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობას გააძლიერებს“ – ნათქვამია დოკუმენტში.







თეგები:
NDI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up