ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩასული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია იტალიური მედია ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.
ინციდენტი 2 მარტს მოხდა, როდესაც თბილისიდან ნეაპოლში ჩარტერული რეისი განხორციელდა, რის შედეგადაც იტალიის სასაზღვრო პოლიციამ 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა.
იტალიური პრესა წერს, რომ მამაკაცის იდენტიფიცირება საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა. ქართველ მამაკაცს 2012 წლის ოქტომბერში საბერძნეთის პოლიციამ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის. იტალიის პოლიციამ კი სწორედ საბერძნეთის პოლიციასთან ითანამშრომლა.