ნიკა გვარამია - სააკაშვილს უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ, დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი

ნიკა გვარამია - სააკაშვილს უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ, დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი

access_time2021-10-19 18:01:20

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს კონსილიუმის მიმართ უნდობლობის საფუძველი, რომელმაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს. ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც დღეს ყოფილი პრეზიდენტი მოინახულა.

„განსაკუთრებულ, რაღაც დრამატულ ცვლილებებს ეს კონსილიუმი ვერ შეიტანს, თავისთავად ცხადია. ვნახოთ, შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რამდენად სანდო იყო ეს ყველაფერი. თუმცა ამ ეტაპზე, უნდობლობის არანაირი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ექიმები უკვე შესულები არიან ციხეში და მალე იქნება კონსილიუმი.

„ძალიან დიდი მადლობა სააკაშვილისგან ყველას მხარდაჭერისთვის და ასეთი გაშუქებისთვის, მედიას ვგულისხმობ, გასაგებია, რომელსაც. ძალიან ბევრი იხალისა მანაც და მეც იმაზე, რასაც “ქართული ოცნება” კლიპების სახით ავრცელებს. დღეს, რასაც საუბრობენ "ქართული ოცნების” ლიდერები, მისი აზრით და ჩემი აზრითაც, ეს არის დამარცხების უტყუარი ინდიკაცია.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, რამდენადაც შევატყვე, უჭირს გადაადგილება. თუმცა, აბსოლუტურად, ჩემთვის პარადოქსულად, მისი მსჯელობა აბსოლუტურად უპრობლემოა, არავითარი ცვლილება არ ეტყობა მსჯელობას, აზროვნებას და კომუნიკაციას. რაც მთავარია, ოპტიმიზმი ძალიან მაღალ ხარისხშია, ბევრად მეტად, ვიდრე გარეთ. ყველაფერი ნორმალურად იქნება. თუმცა, ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი. ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით მისი პოზიცია იცით, როგორიც არის, მაგრამ არ მგონია იმ ვითარებაში, თუ ჰოსპიტალიზაცია იქნება საჭირო, კომუნიკაცია მასთან შესაძლებელი იყოს. ეს ალბათ, იქნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მას არ ექნება. ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ყველა ერთად, მისი ოჯახი, ადვოკატები და ა.შ. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ამ ქვეყანას, უპირობოდ", - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, სააკაშვილს მოსმენილი ჰქონდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თანახმად სააკაშვილი “ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტია, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს და მეორე მხრივ, უნდა, რომ ყველამ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე ვილაპარაკოთ”.


“სვამს მხოლოდ წყალს და ჩაის. თუ სიმულიანტობს ვინმე ქვეყანაში, ეს არის ხელისუფლების სიმულაცია “ქართული ოცნების” მიერ. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მე მას პასუხს არ გავცემ. ერთადერთი, რასაც ვიტყვი, ისევ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ჯერ კიდევ არის დრო, რომ გონს მოეგონ", - აცხადებს გვარამია.



Ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up