ნიკა მელია - ჩემი საბოლოო პასუხი ამნისტიაზე არის არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი

ნიკა მელია - ჩემი საბოლოო პასუხი ამნისტიაზე არის არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი

access_time2021-09-09 16:20:00

ჩემი საბოლო პასუხი ამნისტიაზე არის არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი სასამართლო პროცესი იმართება.



„პროცესი, რომელსაც აქ მყოფი ადამიანები სასამართლო პროცესს ეძახიან, გაიხსნა, გახსნისთანავე ჩემს მეგობარ ადვოკატ დიტო საძაგლიშვილს პირველი რაც ჰკითხა მოსამართლემ არის შემდეგი – თანახმა ხართ, ცნობილი ამნისტია, რომელიც მიიღეს და კანონიერ ძალაში დღეს შევიდა, გავრცელდეს თუ არა ნიკა მელიაზე. ეს ადამიანი ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს, ეს სპეკულაციები განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პროცესში ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს, სპეციალურად მოვედი. მოვედი, საბოლოო პასუხი ვთქვა, არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას ახლა მოწყალება ვთხოვო, ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია, თითქოს მე სახელმწიფო გადატრიალებას ვახორციელებდი და ახლა ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს, საპროცესო გარიგება უფრო არის, ვიდრე სხვა ყველაფერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.



მისივე თქმით, არ აპირებს პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობის მიღებას.




„მეტი როგორ ვთქვა, არ ვიღებ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც მართლმსაჯულების ისტორიაში არ ყოფილა, როდესაც ამნისტიის აქტს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გამოსცემს, ის, ყველაზე ვრცელდება. თან გამოსცეს და თან ჩემ გამო ჩაწერეს დათქმა, თუ მელია არ მიიღებს ამ ამნისტიის კანონს, არ გავრცელდეს მასზე, პარალელურად სხვები, რეალური მოძალადეები გათავისუფლებული არიან. ჩემი პასუხი საბოლოო არის არა და მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.



კითხვაზე, ელოდება თუ არა დაკავებას, ნიკა მელიამ აღნიშნა, „მე ველოდები ამ სახელმწიფოს განვითარებას, განვითარების შანსის დაბრუნებას 2 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად. მე ამას ველოდები. ბიძინა ივანიშვილს ჩვევია, დამოკლეს მახვილივით დაკიდება საქმეები, რომ სხვადასხვა ადამიანებია ამყოფოს დაჭერის, დაკავების, დევნის მოლოდინის ქვეშ“.



„ქართულ ოცნებაში“ ერთი მხრივ, უნდათ ჩემი დაჭერა, მეორე მხრივ, არ უნდათ. სადღაც შუაში არიან გაკვეხებულები და უნდათ მე მივიღო ეს მოწყალება, რომ ხვალ-ზეგ გამოვიდნენ და თქვან, მელია თუ სახელმწიფო გადატრიალებას არ აწყობდა, მაშინ რატომ აღიარა. კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ჩაწერეს, თუ მელია ახლა იტყვის უარს, ხვალ-ზეგ-მაზეგ რომ გადათქვასო, მაშინ გადავხედავთო, ეს მათი მოკლე ჭკუით რას ნიშნავს, ხვალ და ზეგ მელიას თუ კვლავ დავიჭერთ, ციხეში იქნება, ჩვენ საერთაშორიო საზოგადოებას ვეტყვით, იმავეს, გადაიხადოს და გამოვაო“, – განაცხადა მელიამ.



1tv.ge




თეგები:
ნიკა მელია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up