ნიკა მელია ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე - თუ ასე გააგრძელებს ეს ხელისუფლება, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერ აცდება იმ მკაცრ სასჯელს, რასაც სანქციას ვუწოდებთ

ნიკა მელია ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე - თუ ასე გააგრძელებს ეს ხელისუფლება, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერ აცდება იმ მკაცრ სასჯელს, რასაც სანქციას ვუწოდებთ

access_time2021-11-09 13:20:00

ერიკა ოლსონთან ვისაუბრე, რომ პრაქტიკულად არჩევნები არის გაუქმებული, ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას აქვს დაკარგული, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, გუშინდელ განხორციელებულ საარაკო სიგიჟეზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.


მისივე თქმით, შეუძლებელია მთავარი სტრტეგიული პარტნიორი გულხელდაკრეფილი უყურებდეს საქართველოს და ხედავდეს როგორ ეფლობა ღრმად ოლიგარქიულ ჭაობში, მათი რეაქციაც და ნაბიჯებიც იქნება შესაბამისი.


„ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, გუშინდელი განხორციელებული საარაკო სიგიჟე, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ, მიტაცებული სახელმწიფო, მოპარული არჩევნები და ქუჩაში მიმდინარე პროცესები. ეს პროცესები იქნება ძალიან მშვიდობიანი, ძალიან მტკიცე, განგრძობადი, იქნება ორგანიზებული, ხალხმრავალი საპროტესტო მოძრაობა. ამ ყველაფერზე ძალიან გულახდილად ვესაუბრე. ვესაუბრე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად არჩევნები არის გაუქმებული, ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას აქვს დაკარგული, რაც ძალიან ცუდია. ვცდილობდი, რომ საზოგადეობაში გამეღვივებინა იმედი, რომ არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ იქ, სადაც არც პროკურატურა არ არის პროკურატურა, იქ, სადაც არც სასამართლო არ არის სასამართლო, არც მართლსაჯულება არ არის მართლსაჯულება, არც ცესკო და ყველაფერი, რომ ერთ ადამიანს ექვემდებარება რაზეა საუბარი.


ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რომ გვაქვს ოლიგარქიული თუ დემოკრატიული წესწყობილება, ორივე ერთად ვერ გექნება. ეს იყო ძალიან გულახდილი, მეგობრული საუბარი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ყველაფერს ხედავს, მკაფიოდ, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი მოვლენების შემდეგ ხედავს ფართო სურათს. ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაქცია და რეაგირება.



ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უზარმაზარი პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიცია აქვს საქართველოში განხორციელებული, იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესები განვითარებულიყო, და არა პირიქით, წყალს წაეღო, ამას არავინ დაუშვებს. ისინი აუცილებლად დაუჭერენ დემოკრატიულ პროცესს მხარს. შეთანხმებული არის ცივილიზებული სამყარო და თუ მკაფიო განცხადებები გვაკლია, გაკეთდება,“- განაცხადა მელიამ.


მისივე თქმით, არ შეიძლება ის ქვეყანაში, სადაც წლების წინ სხვა პროგრესი შეიმჩნეოდა, უცბად მყარად ოლიგარქიული რეჟიმი გახდეს და ამაზე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს არ ჰქონდეთ რეაქცია.


„ამ რეჟიმისთვის უმნიშვნელო არ არის რა ითქმევა ვაშინგტონში, ევროპის წამყვან დედაქალაქებში, ჯერჯერობით, არ არის უმნიშვნელო და სანამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, შესაბამისი ქმედებები აუცილებელია. ამ ყველაფერზე მე პირადად მქონდა მეგობრებთან ერთად საუბარი. ასე გაგრძელდება, რეაქციაც და ნაბიჯებიც იქნება შესაბამისი. შეუძლებელია მთვარი სტრტეგიული პარტნიორი გულხელდაკრეფილი უყურებდეს საქართველოს და ხედავდეს როგორ ეფლობა ღრმად ოლიგარქიულ ჭაობში. რა თქმა უნდა, პერსონალურ სანქციებზე, ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდანაც იყო საუბარი და ვამბობ, თუ ასე გააგრძელებს და როგორც ჩანს, გააგრძელებს ეს ხელისუფლება, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერ აცდება იმ მკაცრ სასჯელს, რომელსაც სანქციას ვუწოდებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს. ყოველდღე მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება. მანამ, სანამ არ დაბრუნება მიტაცებული სახელმწიფო, მოპარული არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი და ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა დაცული,“- განაცხადა მელიამ.


ipn.ge



თეგები:
ნიკა მელია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up