არანაირი სახლი, დღეიდან სახლი და ოჯახი არის თავისუფლების მოედანი, თბილისის მთავარი გამზირი და მთელი ქვეყნის მთავარი მოედნები. ეს არის ის, რაც გამარჯვებას მოგვიტანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალ სახლში დაჯდომის დრო არ არის და ყველა აქციაზე უნდა იმყოფებოდეს.
„გადავდოთ ყველა ჩვენი საქმე, ამაზე დიდი საქმე ახლა არ გვაქვს. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადასაწყვეტი არ გვაქვს. ბრძოლა დიდი ძალისხმევის გაღების გარეშე არ მიიღწევა. სული და გული, ეროვნული სულისკვეთება აქ უნდა გადაწყდეს. მიხეილ სააკაშვილი მეორმეცე დღეა შიმშილობს და ეს ადამიანი მოიტაცეს. ამის გარდა რით უნდა დაგვაჯერონ, რომ არაკაცები არიან. არაკაცების ხელისუფლებაა. ამას ხალხმა პასუხი მხურვალედ, ხალხმრავლობით უნდა გასცეს. ნურავის ექნება იმედი და მოლოდინი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ სადღაც შევიჭრებით, არა, მაგრამ წაგლეკავთ, ამას ნამდვილად ვიზამთ. წაგლეკავთ ხალხმრავლობით და უწყვეტი პროტესტებით. დაიწყო ის, რაც უნდა დაწყებულიყო. ივანიშვილო, ჭკუითაც გაჯობეთ, რომელიც შენზე ბევრი აქვს აქ ხალხს. იმ ჭკუით, რომელიც ამ ქვეყანას განვითარებისკენ წაიყვანს“, – განაცხადა მელიამ.
1tv.ge