ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება. ყველაზე კარგად ეს „ქართულ ოცნებას“ ესმის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2 ოქტომბერს ყველაფერი გადაწყდება და „ქართული ოცნება“ უამრავ ქალაქს წააგებს, ბევრ დასახლებაში პირველი ტურში დამარცხდებიან.
„ქართული ოცნება“ წააგებს თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, თელავს, ბათუმს და ბევრ სხვა ქალაქს. ეს იმიტომ მოხდება, რომ ყველას თუ არა, აბსოლუტურ უმრავლესობას ახლა აეხილა თვალი. თავად „ქართულ ოცნებასაც“ რომ ჰგონია, თითქოს მათ მხარდამჭერთა მთელი შემადგენლობა დაუჭერს მხარს, ეს ასე არ იქნება. დღეს რომ ჰგონიათ, რომ მათ გარშემო მყოფი ადამიანები „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან, ეს ხალხი 2 ოქტომბერს მივა და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას მისცემს ხმას“, - განაცხადა მელიამ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს. მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს იმის პრეცედენტი, რომ არჩევნების 14-15%-ით გაყალბება იყოს შესაძლებელი.
ipn.ge