ნიკა მელია: ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს, ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ამბობს, რომ თავისით გადმოვარდა, არ არის ხელისუფლება

ნიკა მელია: ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს, ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ამბობს, რომ თავისით გადმოვარდა, არ არის ხელისუფლება

access_time2021-09-15 23:30:00

ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა - არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელიამ სუს-თან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ქარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.



მელიას თქმით, მომხდარ ფაქტს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.



„სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ადამიანს, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, სოლიდარობა მთავარ არხს და მთელ ჟურნალისტთა კორპუსს. მე მგონი, ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა - არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია. ესენი არიან აი, აქ, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, აქ მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები. ის ბატონი კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი - ესენი უბრალოდ არიან მოლაპარაკე თავები. ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს.




ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზებული არჩევანი, ნურავინ ნურავის ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევა, ეს არის ცივილიზებული არჩევნები. ან ქუჩაში გვხოცავენ, ან ვერ გვხოცავენ, ან ჩვენი ბავშვები იამაყებენ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებით, ან ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნიდან წასვლაზე - ეს არჩევანია. ამათი საქმე არის მხოლოდ ის, რითაც არის დაკავებული ქარელის მერობის კანდიდატი, ზედმეტსახელად ოსტატი, რომელიც გადმოუბირებიათ და რომლის პირდაპირი მოვალეობა ყოფილა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ხალხო, ეს არის არჩევანი, სადაც უნდა დავადასტუროთ, რომ ან ამაყი ხალხი ვართ, ან უბრალოდ მასა ვართ. ამიტომ მოვიკრიბოთ ძალები და საკადრისი პასუხი გავცეთ“, - განაცხადა მელიამ.



ცნობისთვის, ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი „კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა“.


IPN.GE




თეგები:
ნიკა მელია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up