ნიკა სიმონიშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება გასაკვირი არ არის, რადგან „ოცნებას“დღის წესრიგში ჰქონდა, რომ ცესკო-ს წევრები და თავმჯდომარე უბრალო უმრავლესობით დაენიშნა

ნიკა სიმონიშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება გასაკვირი არ არის, რადგან „ოცნებას“დღის წესრიგში ჰქონდა, რომ ცესკო-ს წევრები და თავმჯდომარე უბრალო უმრავლესობით დაენიშნა

access_time2021-08-31 14:20:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესის შესაძლო გაუქმების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადება გასაკვირი არ არის, რადგან „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჰქონდა, რომ ცესკო-ს წევრები და თავმჯდომარე უბრალო უმრავლესობით დაენიშნა და არც კი უცდია კონსენსუსზე დაფუძნებით გადაწყვეტილების მიღება“.



როგორც ნიკა სიმონიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რეგულაცია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე უბრალო უმრავლესობით დაინიშნოს, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რადგან მას პარლამენტში 2/3 და 3/5 არ აქვს .



„ვნახეთ პროცესი, რომლის დროსაც, ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიული წევრი აირჩია უბრალო უმრავლესობით. უბრალო უმრავლესობით არჩევა მოხდა ისე, რომ ვერც 2/3-ით, ვერც 3/5-ით ამ ადამიანებმა მხარდაჭერა ვერ მიიღეს და საბოლოოდ უბრალო უმრავლესობით გახდა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საჭირო. მეც, რომელიც შესარჩევ კომისიაში ერთ-ერთი წევრი ვიყავი, მხარი დავუჭირე იმ კანდიდატებს, რომელთა დაკავშირებითაც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა კონსენსუსზე დაფუძნებით გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჰქონდა ის, რომ ცესკო-ს წევრები და თავმჯდომარე დაენიშნა უბრალო უმრავლესობით და არც კი უცდია კონსენსუსზე დაფუძნებით გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კონსესუნსზე დაფუძნებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წინ უნდა უძღოდეს გარკვეული პოლიტიკური შეთანმხება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ პროცესში ვერ ვნახეთ დიალოგი, რომ საუბარი ყოფილიყო ამ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსზე. დავინახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავიდანვე ჰქონდა განზრახული, რომ ეს პირები დანიშნულიყვნენ უბრალო უმრავლესობით. ჩანაწერი, რაც კანონში გვაქვს - ორჯერ 2/3-ით, შემდეგ 3/5-ით და საბოლოოდ უბრალო უმრავლესობით არჩევა, ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ ფორმალურად გაიარა - გაიარა კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის გზა და მივიდა უბრალო უმრავლესობამდე. ეს არის რეალურად ის რეგულაცია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს, იმიტომ, რომ მას პარლამენტში არც 2/3 აქვს, არც 3/5 და ეს არის შესაძლებლობა, რომლითაც ის მიიღებს სასურველ გადაწყვეტილებას ზედმეტი ფორმალური გართულებების გარეშე.



აქედან გამომდინარე, უბრალოდ არ მიკვირს, რომ საუბარი მიდის არსებული წესის შეცვლაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან მომდინარეობდა. არ არის გასაკვირი „ქართული ოცნების“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს წესი შეიძლება შეიცვალოს და ეს ყველაფერი დაუკავშირონ სწორედაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას. ჩვენ ეს ანულირება უარყოფითად შევაფასეთ, თუმცა ასევე უარყოფითი გავლენა ექნება პროცესებზე, თუ არსებული წესი შეიცვლება. უნდა შეიცვალოს არსებული ცუდი პრაქტიკა, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცესში იყო, რომ „ქართული ოცნება“ თავიდანვე ორიენტირებული იყო, რომ გადაწყვეტილება უბრალო უმრავლესობით მიეღო, ყოველგვარი პოლიტიკური დიალოგისა და კონსენსუსის გარეშე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ არა იმაზე, რომ შეუძლებელია ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა და ამის გამო წესი უნდა შეიცვალოს, არამედ, საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ხელისუფლებამ მეტი დიალოგი უნდა სცადოს ოპოზიციასთან რათა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილება ერთობლივად იქნეს მიღებული. ჩვენ კი ასეთი დიალოგი და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის მცდელობა ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის ბოლო პროცესში ვერ ვნახეთ.




პროცესმა, რაც ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევას უკავშირდებოდა, აჩვენა ხელისუფლების პოლიტიკური სურვილი, რომ სურდა, ერთპიროვნულად ჰქონოდა ეს ძალაუფლება ხელში, როგორც აქვს უზენაესის სასმაართლოს მოსამართლეებთან მიმართებით, რაც წარმატებით გამოიყენა, რომ უზენაეს სასამართლოში 6 წევრი ყოველგვარი პროცედურული გართულების გარეშე დანიშნა. იგივე სურს. რეალურად ამის შესაძლებლობა დღესაც აქვს, უბრალოდ, უფრო დიდი პროცედურის გავლა უწევს, ვიდრე ეს მოუწევდა იმ პირობებში, როგორიც ამ ცვლილებებამდე იყო“,- განაცხადა სიმონიშვილმა.



შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ახლახან მიღებული წესი ისევ გადაიხედოს.



როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, აღნიშნულმა წესმა პრაქტიკაში არ იმუშავა და „როცა რაღაც ირაციონალურია, შესაბამის ნორმას გადახედვა სჭირდება“.



ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up