ნიკა სიმონიშვილი - წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობა ისეთი მაღალი არ არის, როგორც წინა არჩევნებზე გვქონდა, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა მაინც ძალიან მაღალია

ნიკა სიმონიშვილი - წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობა ისეთი მაღალი არ არის, როგორც წინა არჩევნებზე გვქონდა, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა მაინც ძალიან მაღალია

access_time2021-09-01 16:10:00

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია პასიურდ, თუმცა, მაღალი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.


როგორც საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის წინასაარჩევნო კამპანიისას, სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხის დასუბსიდირების პროგრამას ცუდ პრაქტიკად აფასებს.


მისივე თქმით, ეს არის კანონმდებლობის გვერდის ავლით, იგივე მიზნის მიღწევისთვის გადადგმული ნაბიჯი, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ახასიათებს.


„19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, ქვეყანამ და პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ მოხდებოდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და უფრო მეტად კონსენსუსზე დაფუძნებით მოხდებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, თუნდაც, ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევა. მართალია, ცვლილებები შევიდა ძალაში, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში გადაწყვეტილება მიღებული იყო არა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, არამედ უბრალო უმრავლესობით, რაც არ არის კარგი ფაქტი. საჭირო იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის მეტი კონსენსუსი ყოფილიყო.



ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდის კვლევისას, ჩვენ მიერ დაიდენტიფიცირებული ფაქტები შეეხება სოციალურ ქსელებში საჯარო რესურსის არასწორად გამოყენების საკითხებს. ასევე, შეეხება მთავრობის ინიციატივას არჩევნების წინა პერიოდში სასესხო ვალდებულებების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ შევაფასეთ, როგორც ცუდი პრაქტიკა. მართალია, ეს არ არის კანონის დარღვევა, თუმცა, ეს არის ცუდი პრაქტიკა, რამდენადაც კანონის გვერდის ავლით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინა დღეს, მოხდა ამ პროგრამის დამტკიცება და დღეიდან შედის ძალაში. ამას ჩვენ ცუდ პრაქტიკად მივიჩნევთ, რადგან ეს არის კანონმდებლობის გვერდის ავლით, იგივე მიზნის მიღწევისთვის გადადგმული ნაბიჯი, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ახასიათებს.


ასევე, ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარი ოლეგ ხუბულურის შეთხვევა, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო იყო გათავისუფლებული. ამას წინ უსწრებდა დისციპლინური წარმოება. მისი გათავისუფლება ჩვენ შევაფასეთ როგორც პოლიტიკური მოსაზრებების გამო გათავისუფლება.


ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესები მაღალი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით, აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში არ არის ისეთი მაღალი, როგორიც წინა არჩევნებზე გვქონდა ხოლმე, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა მაინც ძალიან მაღალია“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.


წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონულ ოფისის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდებოდა. შუალედური ანგარიში მოიცავას 1-ლი მაისიდან - 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up