სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. სამძიმრის წერილი მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე გამოგზავნა.
„თქვენო აღმატებულებავ, ღრმა ტკივილით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობარ ქართველ ერს. ვახტანგ კიკაბიძის მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება იმ კულტურის ისტორიაში, რომელიც სომეხი და ქართველი ერების მეგობრობის სიმბოლოა“, - წერს ფაშინიანი.