ნინო ბურჯანაძე - როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც გადამგდები მატყუარაა, იძულებული ხარ, კარავზეც იფიქრო და აქციების გაგრძელებაზეც

ნინო ბურჯანაძე - როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც გადამგდები მატყუარაა, იძულებული ხარ, კარავზეც იფიქრო და აქციების გაგრძელებაზეც

access_time2021-02-20 19:30:24

ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი სტუმრისთვის, რომ ვგეგმავთ საპროტესტო აქციებს, როგორც რეგიონებში, ისე თბილისისმასშტაბით, ბუნებრივია, მას ეს ძალიან კარგად ესმის“, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, დასავლეთის, კერძოდ, ლიეტუვას მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენს ძირითად მოთხოვნებს. ეს არის ხელახალი, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, სამართლიანი არჩევნების გარემოს შეცვლა. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, ნიკა მელია მიუმატოს პოლიტპატიმრების სიას. რა თქმა უნდა, აქციებს არამარტო შევუერთდები, არამედ ყველა ერთად ვართ და ვგეგმავთ სამომავლო მოქმედებებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რიგითი მოქალაქე, რომელიც შეიძლება შორს იყოს რომელიმე პარტიული კუთვნილებიდან, აუცილებლად შემოგვიერთდება. აქ არ არის საუბარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე, არც პოლიტიკურ ლიდერზე, აქ პრინციპზეა საუბარი, უსამართლობაზე თვალი არ უნდა დახუჭო“,-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, თუ მოლაპარაკებები ნორმალურად წარიმართება, „არც კარავი იქნება და არც აქციები“ .


„როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც გადამგდები მატყუარაა, ასეთ ვითარებაში იძულებული ხარ, კარავზეც იფიქრო და აქციების გაგრძელებაზე. დამეთანხმეთ, ამ სიცივეში არავის არ უხარია კარავში ყოფნა“, - აცხადებს ბურჯანაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up