ნინო ლაცაბიძე: „ჩვენი გუნდის თითოეული წევრი არის კვალიფიციური და რაც მთავარია, საქმეზე ორიენტირებული“

ნინო ლაცაბიძე: „ჩვენი გუნდის თითოეული წევრი არის კვალიფიციური და რაც მთავარია, საქმეზე ორიენტირებული“

access_time2021-08-09 23:40:00

საღამო მშვიდობის ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენი ქვეყნის პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მოწვეულ სტუმრებს, ჩემს კოლეგებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს განსაკუთრებით გულშემატკივრობს რუსთავის განვითარებას.დღეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან განსაკუთრებული დღეა, რადგან დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიწყებთ ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციაზე მუშაობას და სწორედ თქვენი თანადგომის შემთხვევაში მექნება უფრო მეტი საშუალება და ხელშესახები ბერკეტები იმისთვის, რომ ის პრობლემები და გამოწვევები, რაც ჩვენ დღეს ქალაქში გვაქვს, რაც ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურობაში ისევ დგას, ერთად დავამარცხოთ – განაცხადა „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავში წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„14-წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დროს ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო თანამოქალაქეებთან ერთად სწორი გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა ვამაყობ ამით და ვაპირებ სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ერთად შევქმნათ რუსთავში წარმატებული ხვალინდელი დღე.


ამისთვის კი ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს იცხოვროს ისეთ რუსთავში, რომელიც იქნება ეკონომიკურად ძლიერი და ვიცხოვრებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.


იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ძალიან კარგი მაგალითი გახდეს, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, საკუთარი რესურსი აქ, ქალაქში დახარჯონ, იმისთვის, რომ ხანში შესული ადამიანების ყოველდღიურობა ჩვენს ქალაქში უფრო ნაკლებ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, იმისთვის, რომ საწარმოებში დასაქმებული ჩვენი მეგობრების, მეზობლების, ოჯახის წევრების სამუშაო პირობები გახდეს კიდევ უფრო უკეთესი და მათთვის, ვინც მონდომებულია საგანმანათლებლო თუ სპორტულ სფეროში, ხელოვნების თუ ტექნოლოგიური სიახლეების მიღწევა შეძლოს არა მხოლოდ საქვეყნო, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.


მინდა გჯეროდეთ, რომ როგორც დღეს, ყოველთვის ვიდგები ჩემი ქალაქის და თითოეული ადამიანის გვერდით, ვისთვისაც ჩემი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ახალ შესაძლებლობები ახალი გამარჯვებებისთვის.



მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქალაქის მოქმედ მერს ირაკლი ტაბაღუას. მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომლებიც ჩვენს ქალაქს წლების განმავლობაში კიდევ მოუტანს სარგებელს.


მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი გუნდის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, თანამოაზრეებს, თითოეულ რუსთაველს, განსაკუთრებული ნდობისთვის მხარდაჭერისთვის.


არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს განსაკუთრებით დედას. სხვათა შორის, ის ყველაზე კრიტიკული და მომთხოვნია იმ დროს, როდესაც საქმე ეხება რუსთავს.


დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს და შვილებს. ნებისმიერი წარმატება, რომელსაც არ უნდა მივაღწიოთ, სწორედ ამ წარმატების გაზიარებაა მათთან ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის. მე მინდა გთხოვოთ ყველას ერთად, როგორც ერთი დიდი ოჯახი, გავერთიანდეთ ჩვენს ქალაქში, რომ ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები უკეთესი მომავლისთვის.


ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ძლიერი გუნდი, რომელსაც წარმოგიდგენთ. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი არის კვალიფიციური და რაც მთავარია, საქმეზე ორიენტირებული. მე მინდა ვთხოვო საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს:


მიშა ბერუაშვილი, ზაზა ტოგონიძე, ნინო ქავთარაძე, გოჩა ლორია, ლაშა ბუსხრიკიძე, გიგა ვეფხვაძე, ბადრი მაჭავარიანი, დავით იშხნელი, რევაზ გოგიძე, ლია ჯღარკავა, მამუკა რეხვიაშვილი, ზურაბ ტაბაღუა, ლელა ლუარსაბიშვილი, მამუკა ხელაია, ამირან ჯანჯღავა, მარი ლიპარტელიანი, ლაშა ჩოფლიანი, გიორგი ტუხაშვილი, თამარ გოგაძე, ლაშა ბიკაშვილი, გიგა კიკვაძე, თამარ გულიაშვილი.


დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენი გუნდი თითოეული რუსთაველის იმედებს აუცილებლად გაამართლებს“ – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up